უგემრიელესი, სახლში მომზადებული იოგურტი. თქვენ დაგჭირდებათ: მაწონი – 200 გრ არაჟანი – 500 გრ შაქრის პუდრი – 40 გრ ამოყვანილი ნაღები 35% – 130 გრ მომზადების ტექნოლოგია: ნაღები ამოვიყვანოთ კარგად, შაქრის პუდრთან ერთად და კოვზით ან მარიზით შევურიოთ მაწონი და არაჟანი. სურვილისამებრ, ავაწყოთ დესერტის ჭიქაში სხვადასხვა ხილთან ერთად. შეგვიძლია ორცხობილებით, ჭიქის დესერტიც მოვამზადოთ. გემრიელად…