თაფლის ნამცხვარი ანუ იდეალური მედოკი

ჰაეროვანი თაფლის ფირფიტები, გოზინაყის ფენა, ცოტა სოდის გემო… ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობ და თბილ შეგრძნებებს წამოწევს..  თუმცა ხელით მომზადებული კარამელის და მასკარპონეს კრემი თავის სათქმელს იტყვის.. და ეს სათქმელი იქნება, გემრიელი, ფაფუკი, ცოტა წელვადი, ნიგვზიანი, თაფლიანი , სახლში მომზადებული, ნამცხვარი ❤ Continue reading “თაფლის ნამცხვარი ანუ იდეალური მედოკი”

ფინანსიეს ბისკვიტი ატმით, კარამელისა და მასკარპონეს მუსით

ფინანსიეს ბისკვიტი არის ფრანგული მცირე ზომის ბისკვიტი, რომელსაც აქვს მკვეთრი ნუშისა და ოქროსფრად დამდნარი კარაქის გემო. ძირითადად ცხვება პატარა, მართკუთხედ ფორმებში. Continue reading “ფინანსიეს ბისკვიტი ატმით, კარამელისა და მასკარპონეს მუსით”

ნაყინი

წარმოგიდგენთ პიერ ჰერმესეულ ნაყინს, რომელიც მოვამზადე ნაყინის აპარატის გარეშე.

მე დაგარწმუნებთ, რომ ძალიანაც შესაძლებელია სახლის პირობებში ძალიან გემრიელი ნაყინის მომზადება. Continue reading “ნაყინი”

ყავის მუსის ნამცხვარი

დესერტი შედგება:

1.მადლენის ბისკვიტი (გამომცხვარი და გამოჭრილი სასურველ ზომებზე, 1 პორციაზე 2 გამოჭრილი დისკი) რეცეპტი იხილეთ ბლოგზე.

2. ინგლისური კრემ-მუსი, რომელიც გაყოფილია 2 ნაწილად . ერთ ნაწილში შერეულია ყავის ექსტრაქტი. Continue reading “ყავის მუსის ნამცხვარი”

ფრანგული მერინგის ხვეულა

მერინგი, რომელიც ოდნავ იმტვრევა და შრიალებს, თან იღეჭება ნუგასავით მოხალულ თხილეულთან ერთად, ცივი მოხარშული კრემ – მუსლინი , კენკრა რომელიც მჟავეა და წვნიანი.

ამ ყველაფრისთვის საჭიროა გამოაცხოთ – ფრანგული მერინგი

მოამზადოთ კრემ – მუსლინი Continue reading “ფრანგული მერინგის ხვეულა”