ესპანური ჩუროსი – Spanish Churros

Spanish Churros

ესპანური ჩუროსი მზადდება შუს ცომისა და ვანილის საკონდიტრო კრემისგან. ასეთ გემრიელ ჩუროს რეცეპტს, იშვიათად ნახავთ.  ინგრედიენტები პირველად იხარშება როგორც შუს ცომი, შემდეგ გადადის მიქსერის თასში და ეტაპობრივად ვუმატებთ კვერცხს. მომზადებულ ცომს, ვუმატებთ ვანილის საკონდიტრო კრემს, ვწვავთ ცხელ ზეთში და ვავლებთ შაქრიან დარიჩინში. შედეგად ვიღებთ უნაზეს და უგემრიელეს ჩუროსს.

ვანილის მოხარშული კრემი:

რძე – 500 გ (3.5%)

შაქარი – 125 გ (იყოფა 2 ნაწილად)

კარაქი – 50 გ

ვანილის პასტა – 5 გ (ჩხირი 1/2 ც)

კვ.გული – 120 გ

სიმინდის სახამებელი – 50 გ

მომზადების ტექნოლოგია:

რძე, შაქარი (ნახევარი) , კარაქი და ვანილი, წამოვადუღოთ. პარალელურად კვერცხის გული და შაქარი (მეორე ანახევარი) გავათეთროთ, დავუმატოთ სახამებელი. დავუმატოთ ადუღაბული მასის 1/3 და დავაბრუნოთ საკონდიტრო ქვაბში.

მოვხარშოთ კრემი, ადუღებით 2-3 წუთი ვშუშოთ და მზად არის. გადავაკრათ საკონდიტრო ცელოფანი და გავაგრილოთ.

შუს ცომი (ჩუროსის ცომი)

ფქვილი – 150 გ

წყალი – 250 გ

მარილი -5 გ

შაქარი – 10 გ

კარაქი – 100 გ

ვანილის პასტა – 5 გ

მთლიანი კვერცხი – 100 გ

რომი (არჩევთ) – 10 გ

ვანილის კრემი (მომზადებული) – 100 გ

მომზადების ტექნოლოგია:

გაცერით ფქვილი პერგამენტის ქაღალდზე და გადადეთ გვერდზე.

შეურიეთ წყალი, მარილი, შაქარი, კარაქი და ვანილი ქვაბში საშუალო ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე, დროდადრო აურიეთ.

გამორთეთ ცეცხლი. შეურიეთ ფქვილი მთლიანად , დადგით ცეცხლზე და დაიწყეთ ცომის მზადება.

სწრაფად აურიეთ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში, ან სანამ ცომი არ მიიღებს ბურთის ფორმას. ეს პროცესი ააქტიურებს წებოვანის სტრუქტურას. შუშეთ, დაბალზე სანამ გვერდებს აღრ მიეკრობა და გახდება პრიალა ცომი.

მიღებული მასა გადაიტანეთ მიქსერის თასში. აურიეთ დაბალ სიჩქარეზე დაახლოებით 30 წამის განმავლობაში ან სანამ არ დაინახავთ ძალიან ცოტა ორთქლსა უშვებს. 

თანდათანობით დაამატეთ კვერცხი და შეურიეთ.

დაამატეთ საკონდიტრო კრემი და რომი. აურიეთ საშუალო სიჩქარეზე დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში ან სანამ არ ექნება გლუვი კონსისტენცია.

გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში, რომელიც აღჭურვილია საკონდიტრო, მოსართავი წვერით.

ამოსავლებად:

დარიჩნის პუდრი – 1 გ

შაქარი – 450 გ

შესაწველად:

ზეთი ბოსტნეულის, მზასუმზირის – 1500 – 2000 გ

სარეზერვო (გასაგრილებლად) – 100 გ

შეწვის პროცესი:

175 გრადუსზე გაცხელებულ ზეთში,

მოსართავ ტომარაში მოვათავსოთ ცომი, საკრემავი თავით.

გამოვუშვათ 12 სმ სიგრძის ცომი, მოვაჭრათ დანით .

შევწვათ 4-5 წთ.

დავაშროთ ქაღალდზე და ამოვავლოთ შაქრიან დარიჩინში.

ასევე ძალიან უხდება ცხელი შოკოლადი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s