ებრაული ხვეულა, ჯემის შიგთავსით Rugelach

Rugelach არის პატარა, ტკბილი ხვეულა, რომელიც წარმოიშვა აღმოსავლეთ ევროპის ებრაულ თემებში. არსებობს სხვადასხვა მხგავსი ხვეულები, როგორიცაა შტრუდელი, kolache, schnecken, ნიგვზიანი ხვეულა. მათგან განსხვავებით, ის ინდივიდუალურად იხვევა , კრუასანივით. 

ცომი მდიდარი და ნაზია ცხიმისა და ფქვილის მაღალი თანაფარდობის გამო. არაჟანი, როგორც ძირითადი ინგრედიენტი, იძლევა ოქროსფერ ფერს გამოცხობისას და ნაზ ტექსტურას რძის არომატით. მისი შიგთავსი შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონის ან ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით. თუმცა, ყველაზე ხშირად ის ივსება ჯემით ან სანელებლებით, ჩირით, თხილით, მარციპანით ან შოკოლადით.

ცომი:

კარაქი (ოთახის ტემპერატურის) – 230 გ

კრემ – ყველი – 170 გ

არაჟანი – 80 გ

მარილი – 1 გ

ფქვილი – 250 გ

მომზადების ტექნოლოგია:

ფქვილის გარდა, დანარჩენი ინგრედიენტები კარგად გავთქვიფოთ 3 წთ, საშუალო სიჩქარეზე. დავუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი, დაახლოებით 3 წუთი.

მიღებული ცომი, შევფუთოთ და გავაჩეროთ მაცივარში 1 სთ.

შიგთავსი:

ყავისფერი შაქარი – 35 გ

ნუში, სხვადასხვა თხილეული დაცეხვილი – 40 გ

ჩირეული – 30 გ

დარიჩინის პუდრი – 2 გ

მომზადების ტექნოლოგია:

ერთად დავატრიალოთ პროცესორში.

ცომი გავაბრტყელოთ მართკუთხედ ფორმაზე, ზომით. 40×15 სმ და შევინახოთ საყინულეში 10 წთ.

ჟოლოს ან სხვა ჯემი.- 100 გ

აწყობა:

დავფაროთ ჯემის თხელი ფენით , მოვაყაროთ შიგთავსი (დავაწვეთ საბრტყელებლით რომ მიიკრას)

გამოვჭრათ 2.4×0,8 სმ სამკუთხედები.

კვერცხის აბაზანა:

კვ.გული – 25 გ

მთლიანი კვერცხი – 125 გ

მარილი – 1 გ

მომზადების ტექნოლოგია:

დავბლენდეროთ და გადავწუროთ საცერში.

გავუკეთოთ კვერცხის აბაზანა, ჩვენს ხვეულებს და მოვაყაროთ შაქრის კრისტალები.

გამოცხობა:

175 გრადსუს ცელსიუსზე, 20-25 წუთი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s