20 სმ/დმ საცხობი ფორმისთვის
პერსონა – 12
1-2 დღით ადრე მოვამზადოთ ბისკვიტი
ბისკვიტი:
ფქვილი – 420 გრ
სოდა – 1/2 ჩ.კ.
გამაფხვიერებელი – 1 ჩ.კ.
მარილი – მწიკვი
შაქარი – 300 გრ
კარაქი – 200 გრ
ზეთი – 120 მლ.ლ.
კვერცხი – 6 ც
არაჟანი – 330 გრ
ვარდისფერი საღებავი – 3 წვეთი
მომზადების ტექნოლოგია:
მშრალი ინგრედიენტები გავცრათ.
არაჟანში შევურიოთ საღებავი.
კვერცხი და შაქარი ამოვიყვანოთ მიქსერით და დავუმატოთ არაჟანი. გავაგრძელოთ მიქსერით შერევა. დავუმატოთ რბილი კარაქი, შევურიოთ. შემდეგ ზეთი და ფქვილი , სოდა, გამაფხვიერებელი, მარილი – რამოდენიმე ეტაპად.
ბისკვიტი მზად არის.
გამოცხობა:
წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, 170 გრადუსზე 45-50 წუთი ( შევამოწმოთ ჩხირით).
კრემ – ყველის კრემი:
ნაღები 33% – 500 მლ.ლ.
კრემ – ყველი – 500 გრ
შაქრის პუდრი – 250 გრ (თუ მეტად ტკბილი გსურთ, დაუმატეთ 50 გრ)
მომზადების ტექნოლოგია:
სამივე ნედლეული ერთად მოვათავსოთ და მიქსერით გავთქვიფოთ, სანამ კარგად არ გაერთიანდება. გადავიტანოთ საკრემავ ტომარაში ან თასითვე, მოვათავსოთ მაცივარში 1 საათი, სანამ კარგად არ გაგრილდება და შედგება.
ტორტის აწყობა:
ბისკვიტი გავჭრათ, ისე რომ მივიღოთ 4 თანაბარი ფენა და გადავანაწილოთ თითოეულზე თანაბრად კრემი.
გარედანაც გავლესოთ და მოვათავსოთ მაცივარში 1 ღამით.
სურვილისამებრ გავაფორმოთ ფერადი კანფეტებით ❤
წარმატებებს გისურვებთ ❤