20 სმ/დმ საცხობი ფორმისთვის
პერსონა – 12
1-2 დღით ადრე მოვამზადოთ ბისკვიტი
კაკაოს ბისკვიტი:
კვერცხი – 6 ც
შაქარი – 230 გრ
ფქვილი – 230 გრ
კაკაო – 20 გრ (კარგი ხარისხის!)
გამაფხვიერებელი – 5 გრ
სახამებელი სიმინდის – 8 გრ
ზეთი – 12 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
მშრალი ნედლეული (ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და სახამებელი) ერთმანეთს დავაცრათ და გვერდზე გადავდოთ.
კვერცხი ამოვიყვანოთ ნახევრამდე , შემდეგ ეტაპობრივად მივზაწოდოთ შაქარი და ვთქვიფოთ საშუალო სიჩქარეზე სანამ ძალიან,ძალიან კარგად არ ამოვა.
შევურიოთ უკვე მარიზით ან ხის კოვზით მშრალი ნედლეული, ფაქიზად და ბოლოს ზეთი.
გადავიტანოთ დაცხიმულ, ქაღალდ გამოკრულ ფორმაში.
გამოცხობა:
165-170 გრადუსზე 1 სთ. შევამოწმოთ ჩხირით (უნდა დარჩეს მშრალი).
1 დღით ადრე მოვამზადოთ
ალუბლის სანამი:
შაქარი – 130
წყალი – 100
ალუბალი (კურკაგამოცლილი) – 100 გრ
კონიაკი ან შავი რომი – 1 ბუშონი (10 მლ/ლ)
მომზადების ტექნოლოგია:
შაქრის სიროფი ვადუღოთ 5-7 წთ. გამოვრთოთ და ჩავყაროთ ალუბლები, ცხელშივე ჩავურიოთ ალკოჰოლი. დავტოვოთ 1 ღამე ოთახის ტემპერატურაზე.
1 დღით ადრე ან 4-5 საათით ადრე მოვამზადოთ
შოკოლადის მუსი:
შავი შოკოლადი 60-72 % – 400 გრ
კვერცხის გული – 6 ც
წყალი – 160 გრ შაქარი – 200 (შაქრის სიროფი)
ნაღები 35% – 500 მლ.ლ.
ჟელატინის პუდრი – 5 გრ თუ ფირფიტა გაქვთ – 2 ც
! ეს მასა ცოტა მეტია ვიდრე ამ ტორტს სჭირდება, (სულ ცოტა მოგრჩებათ, რაც შეგიძიათ გაყინოთ) რაც დარჩება გამოიყენებთ გასალესად და გაფორმებისთვის. (რომ გაანახევროთ, დაგაკლდებათ 🙂
მორჩენილით და ბისკვიტის ანათალით, მე ჭიქაში ვაწყობ ხოლმე 🙂
მომზადების ტექნოლოგია:
პირველ რიგში, ჟელატინის პუდრი დავალბოთ მცირეოდენ (15 მლ.ლ.) ცივ წყალში და გვერდზე გადავდოთ.
500 მლ.ლ. ნაღებს ამოვაკლოთ 50 მლ.ლ და ცალკე გადავდოთ.
450 მლ.ლ.ნაღები კარგად ამოვიყვანოთ და შევინახოთ მაცივარში.
კვერცხი გავაცალკევოთ და გავიმზადოთ გულები დიდ თასში.
შოკოლადი გავადნოთ, 50 მლ.ლ. ნაღები ძალიან კარგად გავაცხელოთ და მივაწოდოთ შოკოლადს. აქ შევატყობთ რომ შოკოლადი ცოტათი გამაგრდება, თუმცა არ არის ეგ პრობლემა, მაინც კარგად შეერევა მუსს.
დავდგათ შაქრის სიროფი და როდესაც მიაღწევს 114 გრადუსს (შევამოწმოთ, ცივ წყალში ჩაწვეთებისას უნდა გაკეთდეს ბურთი) დავიწყოთ გულების ამოყვანა. დავამატოთ წვრილ ზოლად შაქრის სიროფი და ვთქვიფოთ სანამ ბოლომდე არ გაგრილდება და კარგად არ ამოვა. დავუმატოთ გამდნარი შოკოლადი და გავთქვიფოთ, უბრალოდ უნდა გაერთიანდეს.
შემდეგ დავუმატოთ გამდნარი ჟელატინი და მოვურიოთ კარგად, მიქსერითვე.
ბოლოს , მარიზით ან ხის კოვზით დავუმატოთ ამოყვანილი ნაღები და კარგად შევურიოთ.
მუსი მოვათავსოთ მაცივარში 3-4 სთ (ან საყინულეში 1 სთ) სანამ არ შემაგრდება (ჟელატინი უნდა გააქტიურდეს)
აწყობა:
ბისკვიტი გავჭრათ , ისე რომ მივიღოთ 3 თანაბარი ფენა.
ძირის გარდა, თითოეული ფენა დავნამოთ ორივე მხრიდან. ამას ვაკეთებთ დადების წინ.
დავდებთ პირველ ფენას, დავნამავთ, დავადებთ მუსს, თანაბრად. გადავანაწილებთ კურკაგამოცლილ ალუბალს, შემდეგ იდევ ბისკვიტი და ასე, ბოლომდე.
სულ ბოლო ბისკვიტზე, მუსი აღარ წავუსვათ.
ეგ ნაწილი და მთლიანად ტორტი, უნდა გაილესოს.
შემოვატაროთ კრემი გვერდებზე და შპატელით შემოვლესოთ, ასევე დავიტანოთ ტორტის თავზე და თანაბრად გავლესოთ.
აურვილისამებრ გავაფორმოთ შოკოლადის კანფეტებით და ა.შ.
წარმატებებს გისურვებთ<3