მომზადების დრო: 1.5 საათი
ულუფა:24 ნაჭერი (ბისკვიტი გამოვაცხე ზომით 40×30 ზე)
ფირფიტები:
კვერცხი – 6 ც
შაქარი – 200 გრ
თაფლი – 3 სუფრის კოვზი
სოდა – 1 ჩაის კოვზი
ძმარი – 1 სუფრის კოვზი
ფქვილი – 250 გრ
ნიგოზი დაჭრილი – 150 გრ
ნიგოზი გატარებული – 150 გრ
ვანილინი – 1 ც
კრემი:
კაქარი რბილი – 250 გრ
მოხარშული შედედებული რძე – 2 ც
სანამი:
მაგარი, შავი ჩაის ნაყენი (უშაქრო) – 150 მლ.ლ.
ფირფიტების მომზადების ტექნოლოგია:
კვერცხი და შაქარი ძალიან კარგად გავთქვიფოთ, ამოვიყვანოთ მიქსერის საშუალებით, სანამ ძალიან კარგად არ ამოვა (ეს მნიშვნელოვანია). მიქსერის თასშივე დავუმატოთ თაფლი და შევურიოთ. ამ მომენტიდან უკვე აღარ გვინდა მიქსერი.
შემდეგ დავუმატოთ ძმარში გახსნილი სოდა და მოვურიოთ ხელით. დავუმატოთ გაცრილი ფქვილი (ეტაპობრივად) და ვანილინი. (ვურევით როგორც ბისკვიტს, ზემოდან ქვემოთ ფრთხილად). ბოლოს შევურიოთ 150 გრ გატარებული (ან წვრილად დაბლენდერებული) ნიგოზი და გავაერთიანოთ.
ჩვენ უნდა გამოვაცხოთ 3 ფენა, ამიტომ ცომი გადავიტანოთ ცხიმწასმულ ან პერგამენტის ქაღალდ დაფენილ ფორმებზე. (თუ 3 ფორმა არ გვაქვს, გამოვაცხოთ რიგ-რიგობით.) გადავასწოროთ თანაბრად, მოვაყაროთ , თითოეულ ფენას 50 გრ, დაჭრილი ნიგოზი. ჯამში – 150.
გამოცხობა:
170 გრადუს ცელსიუსზე – 10 – 12 წუთი (უნდა გაოქროსფერდეს სრულად, მაგრამ არ გამოაშროთ)
კრემის მომზადება:
250 გრამი კარაქი, ისე გავთქვიფოთ რომ კარგად გათეთრდეს და გახდეს ფაფუკი, როგორც კრემი. მიქსერშივე დავუმატოთ ერთიანად 2 ც მოხარშული შედედებული რძე და კარგად გავთქვიფოთ.
აწყობა:
კარგად გაგრილებული ფენა, მსუბუქად დავნამოთ ჩაის სანამით.
გადავუსვათ კრემი და ასე ავაწყოთ ბოლომდე. სულ ბოლო ფენასაც გადავუსვათ კრემი და გავაფორმოთ დაცეხვილი ნიგოზით.