ნამცხვარი სიგარეტები – ორნაირი რეცეპტი

 

ფხვიერი სიგარეტი:

მომზადების დრო: დაახლოებით 1 საათი 🙂

გამოცხობა : 15 – 20 წუთი

ულუფა: 24 ც საშუალო ზომის

ცომი:

კარაქი რბილი – 100 გრ

არაჟანი – 100 გრ

სოდა – 1/2 ჩაის კოვზი და ძმარი – 1/2 სუფრის კოვზი

ფქვილი – 350 გრ (გაბრტყელებისას შეაზილეთ რაც შეიძლება ნაკლები ფქვილი)

ლიმონის ცედრა – 1/2 (სურვილისამებრ, ვფიქრობ ძალიან უხდება)

გულსართი:

კვერცხის ცილა – 2 ც

შაქარი – 100 გრ

ნიგოზი – 150 გრ

 

მომზადების ტექნოლოგია:

ცომისთვის, კარაქი და არაჟანი შევურიოთ. დავუმატოთ ძმარში გახსნილი სოდა, ისევ შევურიოთ და ბოლოს დავუმატოთ ფქვილი.

მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი და გავაჩეროთ მაცივარში, სანამ არ გამზადდებ გულსართი.

გულსართისთვის, კარგად ამოვიყვანოთ ცილა, დავუმატოთ შაქარი და კვლავ გავთქვიფოთ. შემდეგ დავაყაროთ გატარებული ან დაბლენდერებული ნიგოზი და შემოვურიოთ.

აწყობა:

გუნდა გავყოთ 2 ნაწილად.

თითოეული გავაბრტყელოთ 2-3 მმ სისქეზე , მივცეთ წრის ფორმა და გავჭრათ 12 თანაბარ ნაწილად. (ჯერ გავჭრით 4 ად, შემდეგ თითო დანაყოფს 3-ად)

მოვათავსოთ გულსართი განიერ ნაწილში და გადავანაწილოთ მსუბუქად. გდავახვიოთ და გადავიტანოთ საცხობ დაფაზე.

გამოცხობა:

180 გრადუს ცელსიუსზე გაცხეებულ ღუმელში 15-20 წთ.

სანამ არ გაოქროსფერდება ❤

მირთმევის წინ მოაყარეთ შაქრის პუდრი, სურვილისამებრ.

 

ნახევრად ფენოვანი სიგარეტი:

მომადების დრო: დაახლოებით 4 საათი

გამოცხობის დრო – 20 წთ

ცომისთვის დაგჭირდებათ:

კარაქი – 200 (100 ცომში, 100 დასაფენოვნებლად)

ფქვილი – 200 გრ

წყალი – 70 მლ.ლ.

კვერცხის გული – 1 ც

არაყი – 1/2 ს.კ.

ძმარი – 1/2 ს.კ.

ზეთი – 1/2 ს.კ.

ლიმონის ცედრა – 1/2ც

გულსართი:

კვერცხის ცილა – 1 ც

შაქარი – 80 გრ

ნიგოზი – 60 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

ფქვილი და კარაქი (100 გრ) (ოთახის ტემპერატურის) ავსრისოთ, დავუმატოღ კვერცხის გული, წყალი , არაყი, ზეთი, ძმარი და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი.

ცომს გადავაკრათ ცელოფანი და შევინახოთ მაცივარში 2 საათით ან საყინულეში 40 წთ.

გაციებული ცომი, გავაბრტყელოდ მსუბუქად , მივცეთ ოთხკუთხედი ფორმა და გადავუსვათ მეორე 100 გრ , რბილი კარაქი. შემდეგ გადავკეცოთ კონვერტივით და დავაბრუნოთ მაცივარში ისევ 2 საათით ან თუ ძალიან გვეჩქარება, საყინულეში 40 წუთით.

გულსართი:

ცილა კარგად ავთქვიფოთ, დაუმატოთ შაქარი და ბოლოს გატარებული ნიგოზი.

აწყობა:

გუნდა გავყოთ 2 ნაწილად.

თითოეული გავაბრტყელოთ 2-3 მმ სისქეზე , მივცეთ წრის ფორმა და გავჭრათ 8 თანაბარ ნაწილად. (ჯერ გავჭრით 4 ად, შემდეგ თითო დანაყოფს 2-ად)

მოვათავსოთ გულსართი განიერ ნაწილში და გადავანაწილოთ მსუბუქად. გდავახვიოთ და გადავიტანოთ საცხობ დაფაზე.

გადავუსვათ კვერცხის გულში გახსნილი ცოტა ნაღები ან რძე.

გამოცხობა:

180 გრადუს ცელსიუსზე გაცხეებულ ღუმელში 20 წთ.

სანამ კარგად არ გაოქროსფერდება ❤

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s