საჭირო ნედლეული:
რბილი კარაქი – 200 გრ
შაქარი – 150 გრ
კვერცხი – 3 ც
ლიმონის ცედრა – 1 ც
მაწონი – 200 გრ
სოდა – 1 ჩ.კ.
ფქვილი – 400 გრ
გამაფხვიერებელი – 1/2 ჩ.კ.
კურკაგამოცლილი ალუბალი – 300 გრ
შავი ქლიავის ჩირი – 120 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
ქარაქი რბილი და შაქარი გავთქვიფოთ ძალიან კარგად. (უნდა გახდეს ფაფუკი , როგორც კრემი).
შევურიოთ ლიმონის ცედრა, კვერცხი თითო-თითოდ და გავაგრძელოდ მსუბუქად თქვეფა.
მაწონში შევურიოთ სოდა და დავუმატოთ კვერცხის მასას. კვლავ მიქსერით, ოდნავ გავაერთიანოთ.
დავუმატოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი,შევურიოთ ხის კოვზით ან მარიზით.
ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ჩირი და კურკაგამოცლილი ალუბალი და ხოვზით შევურიოთ.
გამოცხობა:
170 გრადუსზე 55 – 60 წთ (შევამოწმოთ ჩხირით)
დაცხიმულ, ფქვილ მოყრილ ფორმაში.
გემრიელად მიირთვით ❤