20 სმ/დმ ფორმისთვის თქვენ დაგჭირდებათ:
კარაქი – 200 – 220 გრ
შაქარი – 120 გრ (თუ სიტკბო გინდათ იგრძნობოდეს მეტად, მოუმატეთ)
კვერცხი – 4ც
ფქვილი – 2 ჭიქა (დაახლოებით 400 გრ) თვალით შეურიეთ ცოტა სქელი არაჟნის სისქემდე
გამაფხვიერებელი – 2 ჩ.კ.
ცომი გავყოთ 2 ნაწილად, მაგრამ არათანაბარ ნაწილებად. 1/3 და 2/3 ნაწილებად.
1/3 ში შევურიოთ
კაკაო – 1 სავსე ს.კ.
ნიგოზი მსუბუქად მოხალული და წვრილად დაჭრილი – 50 – 60 გრ 🙂
შოკოლადი შავი – ნახევარი ფილა
არაჟანი – 2 ს.კ.
ალუბალი კურკაგამოცლილი – ზემოდან მოსაყრელად (დაახლოებით 200 გრ)
მომზადების ტექნოლოგია:
პირველ რიგში ჩავრთოთ ღუმელი 165 გრადუსზე.
დავცხიმოთ და მოვაყაროთ შაქარი საცხობ ფორმას.
ოთახის ტემპერატურის კარაქი და შაქარი დიდ ხანს, ძალიან კარგად გავთქვიფოთ, სანამ არ გათეთრდება და გაფუმფულდება.
დავუმატოთ კვერცხი და შევათქვიფოთ თითო – თითოდ.
დავუმატოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და შევურიოთ უკვე ხის კოვზით ან მარიზით.
ცომი გავყოთ ორად.
უფრო პატარა ცომში შევურიოთ კაკაო, არაჟანი, ნიგოზი და შოკოლადი და კარგად მოვურიოთ.
ცომის გადატანა:
ორივე ცომი რიგ-რიგობით ჩავასხათ ფორმაში, ისე რომ ერთმანეთზე დავასხათ ყოველ ჯერზე. ფორმა მაგიდაზე დავკაკუნოთ , რომ კარგად გაიშალოს.
ზემოდან მოვაყაროთ ალუბალი (წვენი არ გვინდა) და მსუბუქად დავაწვეთ რო კარგად ჩავიდეს ცომში.
გამოცხობა:
165 გრადუს ცელსიუსზე 45 წუთი. (შეამოწმეთ ჩხირით).
თუ თქვენი ღუმელი მეტად წვავს , ზემოდან ალუბლები რომ არ დაგეწვათ, 30 წუთის შემდეგ შეგიძლია გადააკრათ თუნუქის ფურცელი (ფორლგა).
გემრიელად მიირთვით ❤
ვიდეო რეცეპტი: