ჩიზქეიქი – გამოცხობის გარეშე

ნადუღით მომზადებული უგემრიელესი , მარწყვის დესერტი, მსუბუქი და ჰაეროვანი.

დესერტი შედგება:

ორცხობილას ძირი, ნადუღის კრემის მასა, მარწყვის ჟელეს ფენა და ლიმონის ნეიტრალური ჟელეს ფენა.

თქვენ დაგჭირდებათ:

ფორმა 16 სმ/დმ

ნედლეული:

ორცხობილას ძირი:

შვრიის (ან თქვენი საყვარელი სახეობა) ორცხობილა – 90 გრ

კარაქი (ძალიან რბილი/გამდნარი)- 50 გრ

შაქრის სიროფი – (100 მლ/ლ წყალი და 70 გრ შაქარი ვადუღოთ 5-7 წთ. სანამ არ გასქელდება)

მომზადების ტექნოლოგია:

ორცხობილა დავაბლენდეროთ, შევურიოთ გამდნარი კარაქი და შაქრის სიროფი. დავამუშაოთ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან ცომს. გამოვაკრათ ფორმას ძირზე და შევდგათ საყინულეში.

ნადუღის მასა:

ნადუღი – 200 გრ

არაჟანი (25 %) – 90 გრ

შაქარი – 30 გრ

რძე – 30 მლ.ლ. + ჟელატინი (პუდრი) – 6 გრ

მარწყვი – 230 გრ (იყოფა ორად, დიდი ნაწილი გვჭირდება ჟელეს ფენისთვის)

შაქარი – 30 გრ

ლიმონის წვენი – 10 გრ

ნაღები (35%) – 200 მლ.ლ.

შაქრის პუდრი – 15 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

პირველ რიგში დავალბოთ ჟელატინი ცივ რძეში.

ნადუღი კარგად დავაბლენდეროთ შაქართან ერთად , დავუმატოთ არაჟანი და შევურიოთ.

მარწყვი გავარჩიოთ , დავჭრათ და ვადუღოთ შაქართან და ლიმონის წვენთან ერთად. (5 წთ დაახლოებით)

ცხელივე დავაბლენდეროთ , გადავწუროთ (სურვილისამებრ) . ავწონოთ 80 გრ და შევურიოთ დამბალი ჟელატინი. (მასა უნდა იყოს ცხელი, რომ ჟელატინი კარგად ჩაადნეს) შერევისას მოვურიოთ კარგად, რომ გაიხსნას. (დანარჩენი მარწყვის პიურე შევინახოთ ჟელესთვის)

მარწყვის პიურე შევურიოთ ნადუღის მასას, კარგად გავაერთიანოთ.

ცივ ნაღებს დავაყაროთ შაქრის პუდრი და ამოვიყვანოთ.

ამოყვანილი ნაღები გადავიტანოთ ნადუღის და მარწყვის მასაში და შევურიოთ კარგად.

ჩვენი ნადუღის მასა მზადაა, გამოვდგათ ფორმა საყინულედან და გადავუტანოთ პირველი ფენა.

დავაბრუნოთ საყინულეში და კარგად, ბოლომდე გავაციოთ.

მარწყვის ჟელე:

მარწყვი – 150 გრ

წყალი – 35 და ჟელატინის პუდრი – 5 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

ჟელატინი დავალბოთ თავის წყალში.

მარწყვის პიურეში (რაც გადავდეთ) მოვათავსოთ დამბალი ჟელატინი და ერთად კარგად გავაცხელოთ (არ ვადუღოთ) სანამ ჟელატინი არ ჩადნება.

საყინულედან გამოვიტანოთ , ბოლომდე გამაგრებული ჩიზი და დავასხათ ჟელეს ფენა.

შევაბრუნოთ ისევ საყინულეში, სანამ კარგად არ გამაგრდება.

ლიმონის ნეიტრალური ჟელე:

წყალი 100 მლ/ლ + ჟელატინი 7 გრ

წყალი – 100 მლ/ლ

ლიმონის წვენი – 10 მლ/ლ

შაქარი – 40 გრ

მარწყვი გასაფორმებლად – 100-150 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

ჟელატინი ჩავალბოთ წყალში და გადავდოთ.

მარწყვი გავარჩოთ, დავჭრათ (ნაწილი ნახევრებად, ნაწილს უბრალოდ ყუნწის მხარეები მოვაჭრათ)

წყალი, ლიმონის წვენი და შაქარი წამოვადუღოთ და დავასხათ ჟელატინის მასას, რომ გადნეს კარგად.

საყინულედან გამოვდგათ, სრულად გამაგრებული ჩიზი და ჟელეს ფენაზე,  ლამაზად დავალაგოთ მარწყვი.

დავასხათ ჟელეს მესამედი და შევდგათ გასაციებლად.

როდესაც ქვეა ფენა შეიკვრება (არ არის საჭირო ბოლომდე გამაგრება)

დავუმატოთ დარჩენილი ჟელე (ფრთხილად ჩავასხათ, ცოტ – ცოტა).

 

გავაჩეროთ მთელი ღამე მაცივარში ჩვენი ჩიზი (და არა საყინულეში).

მეორე დღეს, ფორმა შემოვხსნათ (მე გვერდები, მსუბუქად მოვუთბე ფენით და ისე მოვხსენი)

 

გემრიელად მიირთვით ❤

ვიდეო რეცეპტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s