ლიმონის პუდინგი

ფაფუკი , უგემრიელესი, ორთქლის მეშვეობით გამომცხვარი ლიმონის პუდინგის მომზადება

საჭირო ინვენტარი:

4-5 ცალი ინდივიდუალური , სუფლეს საცხობი ფორმა. ე.წ. რემეკინი (Ramekin)

მაღალ გვერდებიანი ჭურჭელი, სადაც მოვათავსებთ სუფლეს

საჭირო ნედლეული:

ლიმონი – 3 დიდი ზომის

კვერცხის ცილა – 5 ც (150 გრ)

კვერცხის გული – 2 ც

შაქარი – 4 ს.კ.

ფქვილი – 1 ს.კ.

მომზადების ტექნოლოგია:

საცხობი ფორმები დავცხიმოთ და მოვაყაროთ შაქარი, ისე, რომ ყველა გვერდი და ძირი დაიფაროს.

ლიმონი გავხეხოთ და გავწუროთ. კვერცხის გულები მოვათავსოთ თასში, დავასხათ ლიმონის წვენი, ცედრა, შაქარი, ფქვილი და გავაერთიანოთ მასა.

ამოვიყვანოთ კვერცხის ცილა და შევურიოთ გულის მასას, ფრთხილად, ქვედან-ზემოთ მორევით.

გადავიტანოთ ფორმებში და შემდეგ, მაღალ გვერდებიან ჭურჭელში. ჩავუსხათ თბილი წყალი, გადავაკრათ თუნუქის ფურცელი (ფოლგა).

გამოცხობა:

ცხვება 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 12 წუთი.

თუ ჩვენ უფრო გამომშრალი ბისკვიტი გვინდა, რომელიც კარგად ინარჩნებს ფორმას, გამოვაცხოთ 20 წუთი.

თუ სუფლეს სტრუქტურა გვინდა, მაშნ 12 წუთი ცხვება.

ცხობის შემდეგ, ჩავტოვოთ ღუმელშივე (არ შევეხოთ) სანამ სრულად არ გაგრილდება (3-4 საათი) მე გავაჩერე 1 ღამე.

სერვირება:

მიღებული პუდინგი, შეგვიძლია ფორმებითვე გადავიტანოთ მაცივარში და გვქონდა 2-3 დღე სურვილისამებრ.

ამოვატრიალოთ ფორმიდან და დავინახავთ როგორ იქნება დაფარული ულამაზესი  და სასიამოვნო სტრუქტურის, ლიმონის წვენით.

ძალიან უხდება ამოყვანილი ნაღები და მარწყვი, კენკრა.

ასათვალისწინებელი რჩევები:

აუცილებლად უნდა დავაცადოთ გაგრილება, ამიტომ სჯობს 1 ღამე დატოვოთ.

როდესაც ფორმებში გადაიტანთ, თავები გადაუსწორეთ მსუბუქად და აღარ დააყოვნოთ დიდ ხანს. პირდაპირ გაუშვით ღუმელში.

ლიმონი მსუბუქად გახეხეთ, მხოლოდ ზედა ფენის ცედრა აიღეთ, რომ არ გაგიმწარდეთ.

 

ეს არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დესერტი, ამიტომ გირჩევთ მოამზადოთ.

გემრიელად მიირთვით ❤

ვიდეო რეცეპტი:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s