ნაყინის სენდვიჩი

ვამზადებთ ნაყინის გიგანტურ სენდვიჩს, ორცხობილებს შორის მოქცეულ, მარწყვისა და პიტნის ნაყინის ფენებს.

თქვენ დაგჭირდებათ 20 სმ/დმ – ის ოთხკუთხედი ფორმა.

ორცხობილა – თქვენი საყვარელი. მე ავირჩიე შვრიის ორცხობილა, მართკუთხედი ფორმის , რომ მიმსგავსებოდა სენდვიჩს.

სურვილისამებრ, ( თუ გნებავთ უფრო დაბალი ფენები) ნაყინის პროპორციები გაანახევრეთ.

პიტნის და მარწყვის ნაყინის მომზადება

ნედლეული და მომზადების ტექნოლოგია არის ერთიდაიგივე, განსხვავდება მხოლოდ, ერთში არის პიტნა , მეორეში მარწყვი.

საჭირო ნედლეული:

რძე – 670 მლ.ლ.

რძის ფხვნილი – 55 გრ

ნაღები (35-36%) – 260 მლ.ლ.

კვერცხის გული – 6 ც

შაქარი – 150 გრ


პიტნა – 1 შეფუთვა (50 გრ დაახლოებით)


მარწყვი – 100 გრ

 

მომზადების ტექნოლოგია:

პიტნის ნაყინი:

1 დღით ადრე რძე წამოვადუღოთ პიტნასთან ერთად და დავაყონოთ მაცივარში 1 ღამე.

მეორე დღეს, პიტნა ამოვწუროთ, რძე , რძის ფხვნილი, ნაღები წამოვადუღოთ.

კვერცხის გული და შაქარი გავთქვიფოთ და დავასხათ მდუღარე რძის მასა. შემოვურიოთ და დავაბრუნოთ ქვაბში.

მოვხარშოთ ინგლისური კრემი, ანუ მივიყვანოთ პირველ წამოდუღებამდე. სწრაფად გადავიტანოთ ახალ თასში და დავაბლენდეროთ.

შევინახოთ საყინულეში და ვურიოთ ყოველ 30-40 წუთში ერთხელ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან, თითქმის გაყინულ მასას.

გადავიტანოთ ორცხობილა დალაგებულ ფორმაზე და დავასხათ, გადავასწოროთ პირველი ფენა.

შევდგათ გასაყინად.

მარწყვის ნაყინი:

მარწყვი დავაბლენდეროთ.

რძე , რძის ფხვნილი, ნაღები წამოვადუღოთ.

კვერცხის გული და შაქარი გავთქვიფოთ და დავასხათ მდუღარე რძის მასა. შემოვურიოთ და დავაბრუნოთ ქვაბში.

მოვხარშოთ ინგლისური კრემი, ანუ მივიყვანოთ პირველ წამოდუღებამდე. სწრაფად გადავიტანოთ ახალ თასში, დავუმატოთ დაბლენდერებული მარწყვი და დავაბლენდეროთ ერთად.

შევინახოთ საყინულეში და ვურიოთ ყოველ 30-40 წუთში ერთხელ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან, თითქმის გაყინულ მასას.

გადავიტანოთ ფორმაში სადაც გვაქვს ორცხობილაზე გადასწორებული, გაყინული პიტნის ფენა და გადავასწოროთ. ისევ იგივე მიმართულებით დავალაგოთ ორცხობილის ბოლო ფენა და გავყინოთ კარგად.

გაფორმება:

დავჭრათ ორცხობილის ფორმებზე და მირთმევის წინ გავაფორმოთ გამდნარი შოკოლადით.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s