ბისკვიტის დეტალური ვიდეო რეცეპტისთვის გადადით ბმულზე: https://youtu.be/kqglhQYgTkg
20 სმ/დმ ზომის ბისკვიტისთვის,
კრემ – პატისიე:
რძე – 500 მლ/ლ
შაქარი – 120 გრ
კვერცხის გული – 3 ც
სიმინდის სახამებელი – 55 გრ
ჟელატინის ფირფიტა – 1 ც (ან ჟელატინის პუდრი – 5 გრ)
ამოყვანილი ნაღები (35%) – 150 მლ/ლ
მომზადების ტექნოლოგია:
პირველ რიგში დავალბოთ ჟელატინი, ცივ წყალში.
გავათბოთ რძე.
პარალელურად გავთქვიფოთ კვერცხის გული შაქართან ერთად, გავათეთროთ. შევურიოთ სიმინდის სახამებელი . შემდეგ დავამატოთ თბილი რძის ნაწილი და გავხსნათ ეს მასა. დავაბრუნოთ ქვაბში და განუწყვეტლივ ვურიოთ.
კრემი მალევე გასქელდება და უნდა მოვშუშოთ. (დაახლოებით 5 წთ ვშუშოთ)
კრემი რომ მოიხარშება, გადავიტანოთ ახალ თასში და ჩავაგდოთ, გაწურული ჟელატინი. კარგად შევურიოთ რომ ჟელატინი გაიხსნას თანაბრად.
გადავაკრათ სამზარეულოს ცელოფანი და გავაციოთ ბოლომდე, მაცივარში.
ცივი კრემი გავთქვიფოთ კარგად , მიქსერით.
ამოვიყვანოთ ნაღები.
სილიკონის მარიზით, შევურიოთ კრეს ამოყვანილი ნაღები, ფრთხილი მორევით და კრემი მზად არის.