ცომი:
საფუარი – 10 გრ მშრალი
წყალი – 180 გი ოთახის ტემპერატურის
ფქვილი – 500 გრ
კვერცხი – 1ც
მარილი – 6 გრ
შაქარი – 20 გრ
კარაქი – 40 გრ ოთახის ტემპერატურის რბილი, არა გამდნარი
მომზადების ტექნოლოგია:
საფუარი გავხსნათ ოთახის ტემპერატურის წყალში, ამოფუება არ სჭირდება. დავუმატოთ ფქვილი, კვერცხი, მარილი შაქარი, ოთახის ტემპერატურის კარაქი და მოვზილოთ ცომი. ვზილოთ 10 წუთი.
შევურიოთ ცომში სურვილისამებრ : პარმეზანი, ტარხუნა, აჯიკა.
ცომი გავაბრტყელოთ 3 მმ – ის სისქმეზე. გამოვჭრათ ზონარები. დავგრიხოთ თითეული ზონარი. 1 ხელი ერთ ბოლოში მოვკიდოთ,მეორე ხელი მეორე ბოლოში.
თავიდან ორივე ბოლოთი დავიწყოთ დაგრეხა, ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით. შემდეგ 1 ბოლო დავაფიქსიროთ და მეორე ბოლოს გრეხა გავაგრძელოთ.
დავდოთ დაცხიმულ, ფქვილ მოყრილ პლაკზე,
ნაწილი ზონარების ჩავაგდოთ ცივ წყალში, ამოვიღოთ და ამოვავლოთ მშრალ სანელებლებში, სეზამი , ბაზილიკი , ორეგანო.
გამოცხობა:
გამოვაცხოთ 200 გრადუსზე, დაახლოებით 12 წთ.