სტარბაქსის შოკოლადის ორცხობილა
ულუფა – 20 – 23 ცალი 40 გრამიანი ორცხობილა.
ყავისფერი შაქარი – 125 გრ
თეთრი შაქარი – 100 გრ
კარაქი გამდნარი – 150 გრ
კვერცხი – 1 ც
კვერცხის გული – 1ც
ფქვილი – 300 გრ
გამაფხვიერებელი – 7 გრ
შავი შოკოლადის ნატეხები – 300 გრ
ვანილის ექსტრაქტი – 5 გრ
მომზადება:
გავადნოთ კარაქი და ოდნავ გავაციოთ, გავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ კვერცხი და კვერცხის გული , სანამ მასა არ გახდება კრემისებური, შევურიოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და დავამატოთ შოკოლადის ნატეხები. მოვზილოთ. გავუკეთოთ მოგრძო ფორმა და შევინახოთ მაცივარში . ( გადავახვიოთ მუთაქასავით :)) სასურველია 1 დღე დავაყოვნოთ მაცივარში.
დავჭრათ 40 გრამიან ფორმებად, მოვამრგვალოთ და მსუბუქად დავაწვეთ ზემოდან.
გამოცხობა: 170 გრ 15 წუთი.