აპარი:
საფუარი – 20 გრ (მშრალი)
წყალი – თბილი
(არაჟნის კონსისტენციის, რომ ამოფუვდეს)
ცომი:
ჭვავის ფქვილი – 240 გრ
ფქვილი I ხარისხის – 200 გრ
ქატო – 100 გრ
ფქვილი უმაღლესი ხარისხის – 500 გრ
მარილი – 20 გრ
წყალი – რასაც შეიზელს
ამ ცომს დავუმატოთ აპარი, დაველოდოთ ამოფუვდეს , დავყოთ 50 – 80 გრ-იან გუნდებად.
მოსაყრელად :
სეზამი
ორეგანო
როზმარინი
ძირა
ჰერკულესი
ჭვავის ფქვილი
მომზადების ტექნოლოგია:
თბილ წყალში გავხსნათ საფუარი, ისე რომ არაჟნის კონსისტენცია მივიღოთ და დავუმატოთ მორევისას 1 ჩ.კ. შაქარი. ფქვილეულს, მარილს და წყალს, დავუმატოთ აპარი, მოვზილოთ მაგარი ცომი და დავუცადოთ , რომ ამოფუვდეს.
ამოფუებული ცომი დავყოთ 50 გრამიან გუნდებად, ბრიოშივით მოვამრგვალოთ.
დავდოთ პერგამენტზე სასურველი ფორმით, კიდევ ამოფუვდეს.
გამოცხობის წინ წავუსვათ ფუნჯით წყალი და მოვაყაროთ ორეგანო, სეზამი, როზმარინი, ძირა, შვრიის ფანტელი.
გამოცხობა:
ვაცხობთ ორთქლის რეჟიმში ან ქურაში, ცომის შედგმის შემდეგ, შევასხათ მდუღარე წყალი.
ცხვება 180 გრადუსზე – 20 წუთი.