შვრიისა ორცხობილა, შტოშით:
ულუფა- 50 ც 40 გრამიანი.
ნედლეული:
კარაქი – 440 გრ
კვერცხი – 4ც
შაქარი – 400 გრ
ფქვილი – 600 გრ
შვრიის ფანტელი (მსხვილები) – 320 გრ
შტოში – 180 გრ (ან თქვენი საყვარელი მშრალი ხილი, ან ქიშმიში)
არაქისი ან ნიგოზი – 80 გრ
მარილი – 5 გრ
გამაფხვიერებელი – 5 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
კარაქი და შაქარი გავთქვიფოთ, დავამატოთ კვერცხი და კიდევ გავთქვიფოთ. დავამატოთ ჰერკულესი , შტოში ან სხვა , ნიგოზი ან არაქისი, ფქვილი მარილი, გამაფხვიერებელი.
შემოვურიოთ რომ ცომი კარგად შეიკრას, ხელითაც მოვაგუნდაოთ. გავუკეთოთ მოგრძო ფორმა და შევინახოთ მაცივარში . სასურველია 1 დღე.
დავყოთ 40 გრამიან ფორმებად, მოვამრგვალოთ და მსუბუქად დავაწვეთ ზემოდან.
გამოცხობა: 200 გრ 15 წთ