ტარტ – ტატენი

როგორც ყოველთვის, პიეღ ერმეს წიგნში ყველაფერი ზუსტადაა აღწერილი და თუ ჩვენც ზუსტად მივყვებით საფეხურებს, მივიღებთ ასეთ არაჩვეულებრივ დესერტს.

ვაშლი, საშუალო ტემპერატურაზე ხანგრძლივი ცხობის შედეგად, ისე გამოცხვა, რომ სასიამოვნო ქარვისფერი მოიკიდა, შეერია იმ კარამელს, რომელიც ჩვენ მანამდე მოვამზადეთ. თუმცა არც ჩაიშალა, საკმაოდ მყარი დარჩა, მაგრამ ბოლომდე გამომცხვარი. აქვს კარამელის, ოდნავ მომწარო და მოტკბო გემო, ფენოვანი ცომის ხრაშუნა ფენა კი სტრუქტურული კონტრასტის მხრივ, ძალიან უხდება.

იდეალურია ნაღების მსუბუქ კრემთან ან ვანილის ნაყინთან ერთად.

 

რეცეპტი მოცემულია 20 სმ/დმ ფორმისთვის.

თუმცა გამოცხობის შემდეგ, ვაშლი იმდენად შემცირდა ზომაში, უფრო პატარა ფორმაში გადავალაგე და ისე გავაგრილე.

თქვენ გაითვალისწინეთ, ის ფორმა, რასაც აარჩევთ, კარგად გამოავსოთ ვაშლით, შეგიძლიათ ცოტა ზემოდანაც მოალაგოთ, გამოცხობის შემდეგ იმდენი ადგილი იქნება რომ გადმოწევთ და ჩაალაგებთ ძირში.

ასევე, მე ჯერ ვაშლი ჩავალაგე და შემდეგ მოვასხი კარამელი (თუმცა ჩვეულებრივად ძირი დაფარა). თქვენ უმჯოვესია, ჯერ კარამელი ჩაასხათ და შემდეგ ჩაალაგოთ. (ფრთხილად იყავით აქ ძალიან).

 

საჭირო ნედლეული:

ვაშლის კარამელისთვის:

ვაშლი – წვნიანი და ცოტა ხმელი ჯიშის (არ უნდა იყოს ჩაფლავებული და გამომშალი) – 4-5 ც დიდები

შაქარი – 170 გრ

კარაქი – 60 გრ

ფენოვანი ცომი:

დაახლოებით 300 გრ ფენოვანი ცომი

რეცეპტი იხილეთ:

https://wp.me/p98PFy-K5

 

გამოცხობა:

ვაშლის კარამელი – 150 გრადუს ცელსიუსზე 1.15 წუთი

ფენოვანი ძირი:

180 გრადუს ცელსიუსზე:

1 – 10 წუთი

2- დატკეპნით 20 წუთი

3- 10 წუთი რომ მოიბრაწოს

 

 

 

წარმატებულ ცხობას გისურვებთ ❤

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s