ულუფა 12 ც 70 გრამიანი
(ვიდეო რეცეპტში მოცემულია განახევრებული პროპორცია)
ფქვილი – 500 გრ
რძე (ძალიან ცივი) – 280 მლ.ლ.
კარაქი (რბილი) – 40 გრ
მარილი – 10 გრ
საფუარი მშრალი – 7 გრ ან საფუარი სველი 20 გრ
გასავლებად:
წყალი – 1 ლ
სოდა – 20 გრ
მოსაყრელად:
სეზამის მარცვლები, მარილი დიდი ნატეხები,
შეგვიძლია მოვახეხოთ პარმეზანი, ან შევასუნელოთ ჩვენ როგორც მოგვწონს.
მომზადება:
1.მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი და დავასვენოთ 10 წუთი (გადვაფაროთ რომ არ გახმეს)
2.მივცეთ მოგრძო ფორმა და დავყოთ თანაბარ გუნდებად (მე დავყავი 70 გრ-იანებად).
3. გუნდები ჩავკეცოთ როგორც ვიდეოშია ნაჩვენები
კვლა დავასვენოთ მაქსიმუმ 10 წუთი მეტი არა, რომ არ ამოფუვდეს.
4. მივცეთ მოგრძო თასმის ფორმები. ხელი მსუბუქად დავუსველოთ რომ კარგად ვიმუშაოთ. ფქვილი არ გვჭირდება.
5. დავწნათ როგორც ვიდეოშია ნაჩვენები და გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 40 წთ. კვლავ გადავაფაროთ.
6. გავყინოთ 20-30 წთ. (თუ იმდღესვე ვაცხობთ). შეგვიძლია საყინულეში დავტოვოთ და როდესაც გამოცხობას დავაპირებთ ცოტა ხანი ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ (10-15 წთ დაახლოებით) უნდა იყოს გაყინული როდესაც გავავლებთ.
7. ავადუღოთ სოდა და წყალი. მდუღარეში გავავლოთ ბრეცელები 10 – 10 წამი ორივე მხარეს
8.სურვილისამებრ მოვაყაროთ სეზამი ან სხვა..
გამოცხობა:
220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10 – 13 წუთი.
კარგად უნდა დავბრაწოთ.
გავაგრილოთ და მივირთვათ ან ასე ცარიელი, ან გავჭრათ და სენდვიჩის სახით.
გემრიელად მიირტვით.