ნედლეული:
ჩირეული:
ქიშმიში თეთრი/შავი – 150 გრ
შავი რომი – 2 ს/კ
კარამელიზირებული ფორთოხლის კანი – 150 გრ
ცომი:
საფუარი გრანულებიანი – 1 ს/კ (არასავსე)
რძე თბილი – 230 გრ
აგავას სიროფი/თაფლი – 1 ჩ.კ.
ფქვილი – 500 გრ (ცოტა მეტი, მოზელვის დროს)
შაქარი – 2 ს/კ
ლიმონის და ფორთოხლის ცედრა – 1-1 ს/კ
ილი – 1/2 ჩ.კ.
ჯავზი – 1/3 ჩ.კ.
კვერცხი მთლიანი – 3 ცალი დიდი ან 4 საშუალო
ვანილის ექსტრაქტი
ლიმონის ექსტრაქტი
კარაქი რბილი – 110 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
პირველ რიგში, ყველაფერი ავწონოთ და გავიმზადოთ.
მოვამზადოთ ჩირები:
ქიშმიშს დავასხათ რომი და გავაჩეროთ 2 სთ. ბოლოს დავუმატოთ ფორთოხლის კარამელიზირებული კანი.
აპარა:
საფუარს დავასხათ თბილი რძე , დავუმატოთ აგავას სიროფი ან თაფლი, მოვურიოთ , შევფუთოთ და დავაყოვნოთ 30 წუთი, სანამ არ გაიკეთებს ბუშტებს და არ ამოვა.
ცომი:
შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები.
ფქვილი, შაქარი, ლიმონის ცედრა, ფორთოხლის ცედრა და მარილი.
კვერცხი მსუბუქად გავთქვიფოთ, ვანილთან და ლიმონის ექსტრაქტთან ერთად.
მიქსერის თასში, ცომსაზელის თავით, ჩავყაროთ ფქვილის მასა და დავასხათ აპარა. ვურიოთ 2 წთ.
დავუმათოთ დანარჩენი მასა (კვერცხის) და ასევე რბილი კარაქიც 2 ეტაპად და საშუალო სიჩქარეზე დავიწყოთ ცომის ზელვა.
ამ ყველაფერს დასჭირდება 20 წუთი დაახლოებით. საკმაოდ თხელი ცომია, პერიოდულად გვერდები შემოვუწმინდოთ. ამ დროში, დაინახავთ რომ ცომი დაიწყებს ფორმირებას. თუ ძალიან თხელი დარჩა ცოტა ფქვილი დაუმატეთ, თუმცა გაითვალისწინეთ, ხელებზე რომ ეკრობა, ისეთი თხელი ცომი უნდა იყოს, თუმცა შეკრული.
ზეთიანი ხელით გადმოვიტანოთ ცომი მაგიდის ზედაპირზე. შეგვიძლია ცოტა ფქვილი მოვაყაროთ და მოვაყაროთ ქიშმიში და ჩირები. (ქიშმიში და ჩირები, მიქსერიც შეგვიძლია შევურიოთ) გადავანაწილოთ მთლიან ცომზე და დავიწყოთ მოზელა, მსუბუქად. სადაც დავინახავთ რომ ქიშმიში ცომს არ შეერია, გავშალოთ მართკუთხედი ფორმით და დავაყაროთ.
მოზელილი ცომი, გადავიტანოთ ცხიმწასმულ ჯამში, შევფუთოთ და გავაჩეროთ 2-3 საათი ამოსასვლელად.(ინდივიდუალურია ამოსვლის დრო)
თუ სახლში კარგი სითბო არ გაქვთ, ღუმელი ავიყვანოთ 30 გრადუსზე. გამოვრთოთ, შევდგათ ცომი და იმ სითბოში დავტოვოთ. ასე ყოველთვის კარგად ამოდის.
ცომი უნდა გასამმაგდეს.
გადმოვიტანთ კვლავ მაგიდის ზედაპირზე და ზეთიანი ხელით მსუბუქად გადავზილოთ.
მოვათავსოთ ფორმაში და ისევ დავტოვოთ ასაფუებლად 1-2 საათი (ინდივიდუალურია)
გამოცხობა:
გადავუსვათ 1 ცალი კვერცხის გული და გამოვაცხოთ 165 – 175 გრადუსზე – დაახლოებით 45 წთ. შევამოწმოთ ჩხირით.
ცხელივე გამოვდგათ, ხის ჩხირი შევუყაროთ, ამოვატრიალოთ და დავკიდოთ 1 ღამით (რომ გაგრილებისას არ დაეკარგოს ფორმა)
ან თუ ეგ გეზარებათ;)
დატოვეთ ცხელ ღუმელში, შეღებულ კარში და ისე გააგრილეთ.
წარმატებას გისურვებთ ❤