მოამზადეთ ცომი, როგორც ვიდეოში მაქვს აღწერილი.
გნებავთ გუნდებად გაყავით, ან სულაც 1 მთლიანი ხვეულა მოამზადეთ და მიეცით სასურველი ფორმა.
გულსართი:
შაქრიანი დარიჩინი – 40 გრ (გახსნილი ცოტა წყალში და წასმული პირველ ფენად)
ნიგოზი დაბლენდერებული – 150 გრ
ნიგოზი დაჭრილი – 70 გრ
ქიშმიში – გემოვნებით
აწყობა:
გავაბრტყელოთ ცომი, საშუალო სისქეზე – 1.5 სმ. (დაახლოებით)
წავუსვათ შაქრიანი დარიჩინი, მოვაყაროთ ნიგოზი და ქიშმიში.
გადავახვიოთ მჭიდროდ, ბოლოს ნაკეცი კარგად დავუფიქსიროთ და დავდოთ ზედ ნაკეცზე. გვერდები კარგად დავუფიქსიროთ და შემოვუკეცოთ.
დავაყოვნოთ სითბოში 40 წთ რომ აფუვდეს.
გამოცხობა:
გავაცხელოთ ღუმელი 170 გრადუსზე.
გადავუსვათ 1 კვერცხის გული გახსნილი რძეში.
გამოვაცხოთ 165 – 170 ზე 25 – 30 წთ. შემოწმეთ ჩხირით, ასევე ძალიან არ უნდა გამუქდეს.
გემრიელად მიირთვით ❤