3 საშუალო ზომის პასკისთვის
ნედლეული:
ფქვილი – 400 გრ
საფუარი მშრალი – 6
შაქარი – 60 გრ
ვანილინი – 2 გრ
კვერცხის გული – 4 ც
რძე 2.5% – 120 გრ
კარაქი – 100 მლ/ლ
გულსართი:
კრემ – ყველი – 120 გრ
შაქრიანი დარიჩინი – 20 გრ
ქიშმიში შავი – 75 გრ
ნიგოზი – 70 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
ფქვილი, საფუარი, შაქარი მოვათავსოთ ერთად და მოვურიოთ.
დავამატოთ კვერცხის გულები, რძე მსუბუქად თბილი და გამდნარ/გაგრილებული კარაქი.
მოვზილოთ ელასტიური , ცომი, შევფუთოთ და დავდოთ ასაფუებლად 2 საათით, თბილ ადგილას.
როდესაც ცომი მინიმუმ გაორმაგდება, გადავზილოთ და გავყოთ 3 თანაბარ ნაწილად.
გავაბრტყელოთ თითოეული 2 სმ. სისქეზე და მივცეთ მართკუთხედი ფორმა.
წავუსვათ გულსართი. გადავანაწილოთ ჯერ კრემ – ყველი (ბოლომდე კიდეებში არ გავიყვანოთ). მოვაყაროთ შაქრიანი დარიჩინი, ქიშმიში და ნიგოზი დაჭრილი.
გადავახვიოთ როგორც ხვეულა, გვერდები შემოვუკეცოთ ისე, რომ მივიღოთ გუნდა. მოვათავსოთ ფორმაში და დავტოვოთ ასაფუებლად (დაახლოებით 45 წუთი.)
გამოცხობა:
გამოვაცხოთ წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 45 წუთი.