1 ცალი, ხაჭოს პასკისთვის ჩვენ დაგვჭრდება:
ხაჭო (მაღალ % იანი) – 500 გრ
კვ.გული – 4 ც
არაჟანი -200 გრ
კარაქი – 100 გრ
შაქარი – 100 გრ
ვანილის ექსტრაქტი – 5 გრ ან ვანილინი – 2 გრ
ქიშმიში – 30 გრ
გარგრის ჩირი – 30 გრ (სხვადასხვა ჩირეული თქვენი სურვილით)
ნიგოზი – 30 გრ (სხვადასხვა თხილეული თქვენი სურვილით)
ასევე შეგიძიათ შოკოლადის მარცვლების დამატება
მომზადების ტექნოლოგია:
ხაჭო დავაბლენდეროთ, ან გავატაროთ საცერში 2 ჯერ, დავუმატოთ შაქარი, არაჟანი , კვერცხის გული და კვლავ დავაბლენდეროთ, სანამ კარგად არ გაერთიანდება.
გადავიტანოთ საკონდიტრო ქვაბში და დაბალ ცეცხლზე მივიყვანოთ დუღილამდე. ვურიოთ გამუდმებით და როდესაც პირველ ბუშტებს გაიკეთებს, სწრაფად გადავიტანოთ თასში. ჩავადგნოთ რბილი კარაქი და შევინახოთ მაცივარში, 1 – 1.5 საათით სანამ არ გაგრილდება ბოლომდე.
ამასობაში გავრეცხოთ, გავაშროთ ქიშმიში, გავაშროთ ტილოზე, დავჭრათ ჩირეული და თხილეული.
გაგრილებულ ხაჭოს პასკას ჩავურიოთ დანარჩენი ნედლეული და გადავიტანოთ მარლაჩაფენილ ფორმაში.
გავაჩეროთ მინიმუმ 24 საათი მაცივარში, რათა დაიწუროს.
მირთმევის წინ გავაფორმოთ გამდნარი შავი შოკოლადით.