წარმოგიდგენთ, ხაჭოს პასკის რეცეპტს, რომელიც ცხვება მოკლე დროში მზადდება, არ სჭირდება საფუარი და არ შრება მალე.
საკმაოდ მარტივი რეცეპტია, მოუცლელი ადამიანებისთვის, ცომი აფუებას არ ვუცდით. ასევე, მათთვის ვისაც არ უყვარს საფუარიანი ცომი.
4 საშუალო ზომის პასკისთვის
ნედლეული:
ხაჭო (5%) – 450 გრ
კვერცხი – 4ც
ფქვილი – 450 გრ
გამაფხვიერებელი – 12 გრ
კარაქი – 150 გრ
ქიშმიში – 150 გრ (გემოვნებით)
შაქარი – 300 გრ
მარილი – მწიკვი
სუნელი: ილი 1 ჩ.კ, ჯავზი 1/2 ჩ.კ, მიხაკი 1/3 ჩ.კ., დარიჩინი 1/3 ჩ.კ. ვანილი. (სუნელების პროპორცია,შეგიძლიათ, თქვენი გემოვნებით გამოიყვანოთ).
მომზადების ტექნოლოგია:
კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ. ხაჭო კარგად დავაბლენდეროთ და შევურიოთ კვერცხის მასას, დავუმატოთ გამდნარი გაგრილებული კარაქი, ვანილი, სუნელები. ბოლოს გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებლი და დამბალ/გამშრალი ქიშმიში. (ქიშმიში რომ ძირისკენ არ წავიდეს , ამოვავლოთ ფქვილში).
მოვათავსოთ ქაღალდის ფორმებში, დაახლოებით 2/3, თავები გადავუსწოროთ და გამოვაცხოთ.
გამოცხობა:
გამოვახოთ 180 – 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 35 – 40 წთ.