პასკა ტრადიციული, ნოტიო და მძიმე – არაჟნით

IMG_1137 2

საჭირო ნედლეული:

თბილი რძე – 250 მლ/ლ ან (125 – 125 ნაღები (35%) და რძე)

შაქარი – 400 გრ

ფქვილი – 1 კგ  ( დაახლოებით) ( იყოფა 2 ეტაპად შერევა, 600 და 400 გრ)

გამდნარი კარაქი – 200 გრ

არაჟანი (მაღალი ცხიმიანობის) – 200 გრ

კვერცხი მთლიანი – 5

საფუარი ნედლი – 30 – 40 გრ ან გრანულებიანი – 20 – 25 გრ ( 3 სავსე ს/კ/)

ზეთი – 50 მლ/ლ

ლიმონი- 1 ც

ფორთოხალი – 1 ც

ვანილის ექსტრაქტი – 15 გრ ან ვანილინი – 2 ც

შაფრანი  ან კურკუმა- 2 გრ

სუნელების ჩასაყენებლად (სურვილისამებრ) რომი – 30 მლ/ლ

ილი – 1 ჩ.კ

ჯავზი – 1 ჩ.კ

დარიჩინი – 1/2 ჩ.კ.

მიხაკი – 1/4 ჩ.კ.

ჩირები, ქიშმიში – 350 გრ

კვერცხი დოღაჟისთვის – 1 ც გული (თავზე წასასმელად) და ცოტა თბილი რძე

 

მომზადების ტექნოლოგია:

სასურველის რამოდენიმე დღით ადრე, სუნელების ნაყენი მოვამზადოთ. დავალბოთ რომში (კონიაკი, არაყი..) და ზემოთ ჩამოთვლილი სუნელებიც შევურიოთ.

თავდახურული გავაჩეროთ 2-3 დღე გემოსა და ფერის მეტი ინტენსივობისთვის.

მოვამზადოთ აპარა:

თბილ რძეს და ნაღებს, დავუმატოთ 1 ს.კ. შაქარი და 3 ს.კ. საფუარი. გავხსნათ კარგად და დავუმატოთ ფქვილი, რომ მივიღოთ მსუბუქი არაჟნის კონსისტენცია. (სჭირდება დაახლოებით 150- 200 გრამამდე, ამოაკელით რეცეპტისთის აწონილ ფქვილს)

დავაფაროთ სამზარეულოს პარკი და მოვათავსოთ თბილ ადგილას 15 წუთი (დაახლოებით), ამოსულ აპარას მოვურიოთ და კვლავ დავდოთ ასაფუებლად 15 წუთით. (სანამ კარგად არ აფუვდება, დაახლოებით გასამმაგდება)

ცომი:

პარალელურად გავთქვიფოთ კვერცხი, შაქართან ერთად და კარგად ამოვიყვანოთ. კვერცხის მასას დავუმატოთ გამდნარ/გაგრილებული კარაქი, ვანილი, არაჟანი და ამ მასაში დავამატოთ კარგად ამოსული აპარა. კარგად ამოვურიოთ.

ბოლოს დავუმატოთ გაცრილი ფქვილი 600 გრ. კარგად შევურიოთ მასა. ცომს მივიღებთ შედარებით თხელს, რომელიც ხელზე ეკრობა.

შევფუთოთ და გავაჩეროთ 1 საათი თბილ ადგილას. ( ამ პროცესის დაჩქარებისთვის, შეგიძლიათ ღუმელი 30 გრადუსზე დააყენოთ, გამორთოთ და სითბოში მოათავსოთ ცომი სანამ კარგად არ ამოვა).

ქიშმიში/ჩირეულის მომზადება:

სანამ ცომი ფუვდება, ქიშმიში და ჩვენთვის სასურველი ჩირეული, დავალბოთ ცხელ წყალში (არაუმეტეს 10 წუთის, რადგან დიდ ხანს თუ გავაჩერებთ , სიტკბოს მდუღარე წყალი წაიღებს). შემდეგ სამზარეულოს ტილოს მეშვეობით გავაშროთ და ამოვავლოთ ფქვილში, იმისათვის რომ ცხობისას ძირში არ დაიწიოს.

ცომი:

1 საათის შემდეგ, ცომი კარგად ამოვიდა ჩემს შემთხვევაში, გააჩნია ოთახის ტემპერატურას. შესაძლებელია 2 – 2.5 საათი დასჭირდეს. ( ამ პროცესის დაჩქარებისთვის, შეგიძლიათ ღუმელი 30 გრადუსზე დააყენოთ, გამორთოცთ და სითბოში მოათავსოთ ცომი სანამ კარგად არ ამოვა).

მიღებულ ცომს დავუმატოთ დანარჩენი ფქვილი, ნელ- ნელა.. ( მე დამჭირდა კიდევ 400 გრამი ფქვილის შერევა ანუ ჯამში 1 კგ ფქვილი)

აქ ფქვილის რაოდენობა უნდა გააკონტროლოთ თვალით. ცომი უნდა მიიღოთ არც თხელი და არც ძალიან სქელი. ცომი რბილი უნდა იყოს, ოდნავ გვეწებებოდეს კიდეც.

ბოლოს დავუმატოთ ზეთი, შევფუთოთ და  აქ 2 ვარიანტია:

  1. გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 4 საათი, სანამ კაარგად არ ამოვა. ( ამ პროცესის დაჩქარებისთვის, შეგიძლიათ ღუმელი 30 გრადუსზე დააყენოთ, გამორთოთ და სითბოში მოათავსოთ ცომი სანამ კარგად არ ამოვა).
  2. შევინახოთ მაცივარში მთელი ღამით, მეორე დღეს 3 საათი გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ გადავზილოთ და შევურიოთ უკვე ჩირეული.

რაც უფრო მეტჯერ ჩავზელთ, უფრო მძიმე და სახლურ პასკას მივიღებთ.

 

ცომი:

გაფუებული ცომი გადავზილოთ, ჩავახეხოთ ლიმონის და ფორთოხლის ცედრა, დავუმატოთ სუნელების ნაყენი, კვლავ ვურიოთ. შევურიოთ ჩირეული, მივცეთ გუნდის ფორმები და გადავიტანოთ საცხობ ფორმაში.

გავაჩეროთ დაახლოებით 1.5 სთ.

დოღაჟი:

1 ც კვერცხის გული გავხსნათ თბილ რძეში და გადავუსვათ ამოსული პასკის თავებს.

გამოცხობა:

ღუმელი გავაცხელოთ 150 გრადუსზე (გააჩნია ღუმელს) და გამოვაცხოთ ჩვენი პასკა.

600 გრ – იანის შემთხვევაში – დამჭირდა 150 გრადუსზე 30-40 წთ

1 კგ – იანის შემთხვევაში – 1 სთ.

ყველაზე კარგი საშუალება არის ჩხირით შემოწმება.

არ გახსნათ ღუმელი სანამ პასკა უკვე დაბრაწვას არ დაიწყებს .

გამომცხვარი პასკა გააგრილეთ და სურვილისამებრ გააფორმეთ.

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s