ორანჟეტი

ორანჟეტი – იგივე შაქრის სიროფში გამოყვანილი ფორთოხალი.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გემოს შეხამება, ფორთოხალი და შავი, მწარე შოკოლადია.

ამიტომ ამას სახლში ხშირად ვამზადებ, მით უმეტეს როდესაც აღდგომა და ახალი ახლოვდება. იდეალურია პასკების და საახალწლო სუფრის გასაფორმებლად.

პროპორციას დავწერ 1 ცალ ფორთოხალზე.

ეტაპი პირველი – ფორთოხლის ბლანშირება:

მთიანი ფორთოხალი ძალიან კარგად გავრეცხოთ, სასურველია იყოს სქელ კანიანი , დავჭხვლიტოთ ხის ჩხირით და წამოვადუღოთ ქვაბში . როდესაც წამოდუღდება, გამოვრთოთ და გადავავლოთ ცივი , ონკანის წყალი. შემდეგ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ეს მოქმედება.

ბლანშირებისას გამოდის ის მწარე გემო, რაც აქვს კანს და უკვე შეგვიძია შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ.

ეტაპი მეორე :

ფორთოხალი დავჭრათ 0.5 სმ სისქის რგოლებად, ან თუ მხოლოდ კანის მომზადება გვინდა, გამოვათავისუფლოთ რბილობისგან და დავჭრათ მოგრძო ზომის ჩხირებად.

მოვათავსოთ სქელ ძირიან/გვერდებიან ქვაბში, დავასხათ 120 მლ/ლ წყალი, მოვაყაროთ 70 გრ შაქარი , დავაფაროთ ფოლგა, ისე რომ კონტაქტურად ეხებოდეს ფორთოხალს, დავახუროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე 15 წუთი ვადუღოთ.

15 წუთის შემდეგ, გადმოვდგათ და ბოლომდე გავაგრილოთ.

ეს მოქმედება გავიმეოროთ 3 ჯერ და ბოლოს გაგრილებული დავტოვოთ თავდახურული 1 ღამით.

აქ , შემაჩნევთ რომ ფორთოხლის კანი გახდა გამჭირვალე, ეს შაქრის სიროფის ნელი მიწოდების დამსახურებაა. დაბალი ცეცხლი და გაგრილება / გაცხელების სტრატეგია იმაშია, რომ დიდ ცეცხლზე თუხთუხით არ ჩაგვეშალოს რბილობი.

მეორე დღეს, ამოვიღოთ ფორთოხალი და გადავიტანოთ საცხობ ქაღალდ დაფენილ პლაკზე (იგივე ,,ჟარონა”))) გავაშროთ და მსუბუქად დავაკარამელოთ 100 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთი. შემდეგ ამოვატრიალოთ თითოეული და ისევ 20 წუთით დავტოვოთ ღუმელში.

მიღებული ორანჟეტები გავავლოთ შავ შოკოლადში, ამოვავლოთ შაქარში და მივირთვათ გემრიელად )

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s