თაფლაკვერი სამარხვო

მოვამზადე სამარხვო თაფლაკვერები, ძველი რეცეპტების ბლოკნოტიდან.

წინასწარ გეტყვით, მაღაზიებში რაც იყიდება ის ახლოსაც ვერ მოვა, ისეთი ფაფუკი და არომატული გამოვიდა.

საუკეთესო შედეგისთვის, გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები და მოამზადეთ პროპორციების დაცვით.

7 სმ/დმ – ის თაფლავერების შემთხვევაში, ამ პორციიდან გამოგივათ დაახლოებით 20 ცალი.

თქვენ დაგჭირდებათ:

შავი ჩაისა და მიხაკის ნაყენი – 200 მლ/ლ (ცხელი)

ფქვილი (1 დამატება) – 100გრ

შაქარი – 220 გრ

ზეთი – 35 გრ

ფქვილი (2 დამატება) – 250 – 300 გრ

კაკაო – 50 გრ

გამაფხვიერებელი – 15 გრ

სოდა – 1/4 ჩ/კ

მარილი 1/4 ჩაის კოვზი

(კაკაოს გარეშე თუ მოამზადებთ, კაკაოს რაოდენობა დაუმატეთ ფქვილს).

მომზადების ტექნოლოგია:

1 დღით ადრე მოვამზადოთ შავი ჩაის ნაყენი. ჩავყაროთ მიხაკი 10-12 ც და გავაჩეროთ 1 ღამე.

მეორე დღეს. მიხაკიანი ჩაი ავადუღოთ და გადავწუროთ.

100 გრ ფქვილი და შაქრის პუდრი ავურიოთ ერთმანეთში და დავასხათ მდუღარე ჩაი. მოვურიოთ კოვზით (ხელი არ დავიწვათ) და გავაჩეროთ რომ გაგრილდეს.

პარალელურად, ფქვილი 250 გრ, გამაფხვიერებელი და ყველა სხვა ინგრედიენტი ავწონოთ. (ფქვილი და კაკაო გავცრათ რამოდენიმეჯერ).  შევურიოთ ერთმანეთს და დავუმატოთ პირველ გაგრილებულ მასას.

მიღებული ცომი გადოვიტანოთ მაგიდის ზედაპირზე , მოვაფრქვიოთ ფქვილი და გავაბრტყელოთ 2.5 – 3 სმ სისქეზე. (საკმაოდ მაღალი უნდა იყოს) ასევე, ცომი ფქვილით არ გავასქელოთ. თხელი და უნაზესი ცომი უნდა გამოვიდეს, ისეთი რომ გამოჭრისას ცოტა გაგვიჭირდეს კიდეც, ეკრობოდეს.

რაც მეტ ფქვილს შევაზელთ, სამუშაოდ კი იოლი იქნება, მაგრამ შედეგად მივიღებთ ხმელ და მშრალ თაფლაკვერებს.

გამოვჭრათ სასურველი ფორმები.

გამოცხობა:

170 გრადუსზე 10 – 12 წთ.

შაქრის მინანქარი:

შაქრის პუდრი გავხსნათ ლიმონის წვენში და მცირეოდენ წყალში. მოვურიოთ. მივიღებთ სქელ მასას.

ფუნჯით გადავუსვათ გამომცხვარ, გაგრილებულ თაფლაკვერებს.

კაკაოს მინანქარი :

1 ჭიქა წყალი, 4 ს/კ კოვზი  კაკაო და 4 ს/კ შაქარი ვადუღოთ, შუალედში დავუმატოთ ზეთი.

იმდენ ხანს ვადუღოთ სანამ არ გასქელდება.

გაგრილებული გადავუსვათ თაფლაკვერებს.

მე თეთრი მინანქრით გაცილებით მომეწონა.

მიირთვით გაგრილებისთანავე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s