პანა – კოტა Panna Cotta

პანა – კოტა, Panna Cotta

წარმოგიდგენთ იტალიურ დესერტს, რომელიც არის ჟელატინით მომზადებული კრემი და იწყობა ფორმებში. არის შედარებით დაბალკალორიული, მსუბუქი, გემრიელი და იოლად მოსამზადებელი დესერტი.

საჭირო ნედლეული:

ნაღები 35 % – 500 მლ/ლ

რძე – 500 მლ/ლ

შაქარი – 200 გრ

ჟელატინის ფირფიტა – 17 გრ

მანდარინი (დიდი ზომის) – 5 ც

პ.ს. სურვილისამებრ, თქვენ შეგიძლიათ დაუმატოთ: ფსტა, სხვადასხვა ხილი, ყავის ექსტრაქტი, გამდნარი შოკოლადი, რომი, მალიბუ, ბეილისი,(სხვადასხვა ალჰოლოჰი)

 

მომზადების ტექნოლოგია:

ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში.

რძე, ნაღები და შაქარი მოვათავსოთ საკონდიტრო ქვაბში. მივიყვანოთ წამოდუღებამდე.

გადავიტანოთ თასში და დავამატოთ გაწურული ჟელატინი და მოვურიოთ.

თუ გვსურს ზემოთჩამოთვლილი დანამატები, შევურიოთ ცხელშივე.

ჩავასხათ ჭიქებში და მოვათავსოთ მაცივარში მინიმუმ 6 – სთ.

მანდარინის კონფი:

მანდარინი გამოვათავისუფლოთ ქერქისა და კანისაგან. და წამოვადუღოთ 1 ს/კ შაქართან და 1 ს/კ სიმინდის სახამებელთან ერთად. სანამ მასა არ შეიკვრება.

ხილის კონფის მომზადების დროს, შემასქელებლად გამოიყენება პექტინი, რომელიც იყიდება საკონდიტრო მაღაზიებში. პექტინი ძალიან კარგად მოქმედებს, დუღილის შედეგად აქტიურდება და ვიღებთ ჟელესებრ, პრიალა, სასიამოვნო მასას. 

თუმცა ვინაიდან, ეს პროდუქტი , ვიცი ყველას არ გაქვთ და ბევრგანაც არ იყიდება, სახამებელი დავწერე როგორც ალტერნატივა ამ შემთხვევაში.

 

გაგრილებული კონფი, მოვასხათ მზა პანა კოტას.

 

გემრიელად მიირთვით!shutterstock_1597693408

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s