ფუნთუშა

წარმოგიდგენთ ძალიან გემრიელი, ჰაეროვანი და მარტივად მოსამზადებელი ფუნთუშის რეცეპტს.

ფქვილი (უმაღლესი ხარისხი) – 500 – 550 გრ

შაქარი – 130 გრ

თბილი რძე – 230 გრ

კვერცხი -1 ც

კარაქი ძალიან რბილი – 70 გრ

ზეთი – 25 გრ

მარილი – 5 გრ

საფუარი მშრალი – 15 გრ

ვანილინი – 2 გრ

ქიშმიში – 100 გრ (გემოვნებით)

ამ პორციით გამოგივათ დაახლოებით 12 ცალი 60 გრამიანი გუნდა.

მე მოვამზადე გაორმაგებული რაოდენობა და რამდენიც გამომივიდა, სურათზე ხედავთ.

მომზადების ტექნოლოგია:

პირველ რიგში მოვამზადოთ აპარა.

ანუ საფუარი გავააქტიუროთ შემდეგნაირად. სხეულის ტემპერატურაზე ოდნავ თბილ რძეში , ჩავყაროთ საფუარი, ფქვილი და ცოტა შაქარი და კარგად მოვურიოთ.

დაველოდოთ სანამ ბუშტებს არ გაიკეთებს და ამოსვლას არ დაიწყებს. ეს იმის ნიშანია რომ საფუარი ვარგისია და შეგვიძლია მშვიდად გადავიდეთ ცომის მოზელაზე.

ფქვილი, შაქარი, მარილი, ვანილინი ჩავყაროთ მიქსერით თასში, ან თუ ხელით ვაპირებთ მოზელას, პლასტმასის თასში და გავაკეთოთ ჭა.

შუაგულში მოვათავსოთ გააქტიურებული აპარა და შევურიოთ. შემდეგ დავუმატოთ კვერცხი,  თითქმის გამდნარი კარაქი, ზეთი, და ყველა დანარჩენი ინგრედიენტი.

ვზილოთ ცომი სანამ ხელებზე აღარ მიგვეკრობა.

ცომი უნდა გამოვიდეს ძალიან რბილი და ფაფუკი.

 

კარგად შევფუთოთ და შევინახოთ სახლში ყველაზე თბილ ადგილას, სანამ არ გაორმაგდება. (დაახლოებით 1,5 საათი დასჭირდება).

ამასობაში ქიშმიში ჩავალბოთ მდუღარე წყალში, შემდეგ გავაშროთ.

ასევე, გავიმზადოთ საცხობი ფორმები, დავცხიმოთ და მოვაყაროთ ფქვილი.

როდესაც ცომი კარგად ამოვა, ზეთიანი ხელით ჩავზილოთ და თან მოვაყაროთ ქიშმიში.

შემდეგ ამოვაგუნდაოთ 60 გრამიანი გუნდები.

ან 100 გრამიანი გუნდები, რომლებსაც ზონარივით გავიყვანთ და გავაკეთებთ ნაწნავებს.

მოვათავსოთ ფორმებში, გადავაფაროთ ნამიანი ჩაის ტილო და დავაყოვნოთ კიდევ 40 წუთი რომ ამოვიდეს.

პარალელურად მოვამზადოთ დოღაჟი:

კვერცხის გული 2 ც

რძე – 20 მლ/ლ

კვერცხის გული გავხსნათ რძეში და გადავუსვათ ბულკებს.

ფხვიერი მოსაყრელისთვის შემთხვევაში:

კარაქი, შაქარი და ფქვილი ხელით ავსრისოთ და მოვაყაროთ.

გამოცხობა:

170 გრადუსზე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 20 წუთი.

როდესაც ცხობა დამთავრდება, ღუმელის კარი არ გავაღოთ და დავაყოვნოთ 5 წუთი.

შემდეგ გამოვდგათ, ცოტა ხანში მოვხნათ ფორმიდან და გავაგრილოთ.

 

გემრიელად მიირთვით ❤

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s