სამარხვო/ვეგანური და დაბალკალორიული.
ნედლეული:
ქოქოსის რძე – 200 მლ/ლ
ჩია – 30 გრ
შაქრის პუდრი ან ნეკერჩხლის სიროფი – 20 გრ
კენკრა ან სხვადასხვა ხილი – 200 გრ
ქოქოსის ფანტელი – მოსაყრელად, სურვილისამებრ.
მე ამჯერად მურაბით მინდოდა მეცადა და კურკაგამოცლილი , ალუბლის მურაბა გამოვიყენე, რომელიც სახლში მქონდა. ვინაიდან, ისედაც ტკბილია და თავისი წვენიც შევურიე, დამატკბობელი აღარ გამოვიყენე.
თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი გაყინული თუ ცოცხალი ხილით.
უხდება მარწყვი, ალუბალი, მოცხარი, ჟოლო.
ამ შემთხვევაში როგორც დამატკბობელი შეურიეთ ნეკერჩხლის სიროფი 20 გრ.
მომზადების ტექნოლოგია:
ალუბალი თავისი სიროფით დავაბლენდეროთ, დავუმატოთ ქოქოსის რძე, ჩიას მარცვალი და გავაჩეროთ 1 ღამე მაცივარში, რადგან ჩიას მარცვალი კარგად გაღვივდეს.
მირთმევის წინ გავაფორმოთ ქოქოსის ფანტელით.
გემრიელად მიირთვით ❤