უგემრიელესი, სახლში მომზადებული იოგურტი.
თქვენ დაგჭირდებათ:
მაწონი – 200 გრ
არაჟანი – 500 გრ
შაქრის პუდრი – 40 გრ
ამოყვანილი ნაღები 35% – 130 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
ნაღები ამოვიყვანოთ კარგად, შაქრის პუდრთან ერთად და კოვზით ან მარიზით შევურიოთ მაწონი და არაჟანი.
სურვილისამებრ, ავაწყოთ დესერტის ჭიქაში სხვადასხვა ხილთან ერთად.
შეგვიძლია ორცხობილებით, ჭიქის დესერტიც მოვამზადოთ.
გემრიელად მიირთვით ❤