1 მოზრდილი კექსის და 24 ც მინი კექსისთვის თქვენ დაგჭირდებათ
ნედლეული:
შაქარი – 500 გრ
კვერცხი – 5 ც
რძე თბილი – 250 მლ/ლ
ზეთი – 150 მლ/ლ
ფქვილი – 500 გრ
გამაფხვიერებელი – 30 გრ
ბანანი (მწიფე, დაჭყლეტილი) – 700 გრ
დარიჩინი – 2 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
1.შაქარი და კვერცხი კარგად ამოვიყვანოთ მიქსერით.
2.ბანანი დავაბლენდეროთ , შევურიოთ თბილი რძე და ზეთი.
3.რამოდენიმეჯერ გაცრილ ფქვილში კი შევურიოთ გამაფხვიერებელი და დარიჩინი.
ამავე თანმიმდევრობით სველი და მშრალი მასები შევურიოთ ერთმანეთში ხის კოვზის მეშვეობით.
მიღებული ცომი, გადავანაწილოთ წინასწარ დაცხიმულ და ფქვილ მოყრილ ფორმებში.
შევავსოთ ფორმის 3/4.
გამოცხობა:
წინასწარ გამოვაცხოთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 160 გრადუსზე.
პატარა ფორმების შემთხვევაში 25 წთ საკმარისია (შეამოწმეთ ჩხირით)
დიდ ფორმაში , გამოაცხვეთ 45 – 55 წთ. (ღუმელი პირველი 30 წუთი არ გააღოთ, შემდეგ შეამოწმეთ ჩხირით).
გემრიელად მიირთვით.