მოგიტანეთ ე.წ. ჩეხური ფახლავის ვიდეო რეცეპტი.
საჭირო ნედლეული:
ცომი:
ფქვილი – 600 გრ
კვერცხის გული – 4 ც
კარაქი – 500 გრ
მაწონი – 100 გრ
სოდა – 1 ჩ.კ.
ლიმონის ცედრა – 1 ც
მომზადება:
ფქვილს დავახეხოთ ცივი კარაქი და გავაფხვიეროთ ხელით. დავუმატოთ კვერცხის გული, მაწონი , სოდა, ლიმონის ცედრა და მოვზილოთ ერთგვაროვანი ფხვიერი ცომი. გავაჩეროთ მაცივარში 1 სთ ან საყინულეში 30 წთ.
პარალელურად დავიწყოთ გულსართი:
ნიგოზი გატარებული – 200 გრ
კვერცხის ცილა- 4 ც
შაქარი – 300 გრ
ლიმონის წვენი – 10 გრ დარიჩინი,
მიხაკი, ილი – 1/2 ჩკ
ქიშმიში – 200 გრ
მომზადება:
ცილა ამოვიყვანოთ , დავუმატოთ ლიმონის წვენი ამოყვანისას. შემდეგ შევურიოთ ნიგოზი, ქიშმიში და სუნელები.
აწყობა:
მე ავაწყვე 24 სმ/დმ ფორმაში. თავიდან ცომი 4 – ად გავყავი, თუმცა სქელი ფენები გამოდიოდა მაგ ზომისთვის. ამიტომ , გუნდები გავანახევრე (გამოვიდა ჯამში 8 გუნდა) 5 გუნდა გამოვიყენე 24 სმ/დმ ფორმაზე. ანუ 5 ფენა აქვს ჩემს ფახლავას. დანარჩენი ცომით კი გადავახვიე ,,რულეტი”. თქვენ შეგიძლიათ სტანდარტულად დიდ, რუმელის ფორმაზე ააწყოთ და ვფიქრობ 3 ფენაზე კარგად გეყოფათ ცომი.
გამოცხობის წინ გადავუსვი დოღაჟი:
2 ც კვერცხის გული და 2 ჩ/კ არაჟანი.
გამოცხობა:
180 გრადუსზე – 35 – 40 წუთი. გემრიელად მიირთვით