NY ჩიზქეიქი

გამომცხვარი , ნიუ – იორკ ჩიზ ქეიქი, ბევრი კრემ – ყველით და გემრიელი ფხვიერი ძირით.

გამოსაცხობი ფორმა – 24 სმ/დმ.

პერსონა – 12

 

ფხვიერი ძირი:

კარაქი ოთახის ტემპერატურის – 150 გრ

შაქრის ფხვნილი – 95 გრ

ნუში დაფქვილი (ან თხილი) მსუბუქად მოხალული – 30 გრ

ზღვის მარილი- 2 მწიკვი

ვანილის ჩხილი , ექსტრაქტი – 1/4

კვერცხი – 1 ც (50 გრ)

ფქვილი – 250 გრ

………………

რბილი კარაქი (შემდგომ შესარევად) – 100 გრ

(მოცემული პორცია განკუთვნილია 2 ნამცხვრის ძირისთვის. შეგიძლიათ მოზელილი ცომის ნახევარი გაყინოთ,ან მთლიანად გამოაცხოთ და შემდეგ გამომცხვარი, დაბლენდერებული ფორმით გაყინოთ შემდეგი მოხმარებისთვის)

მომზადების წესი:

ჩამოთვლილი ნედლეული, (ბოლო 100 გრ კარაქის გარდა) შევურიოთ ერთმანეთს და მოვზილოთ ცომი. გავყოთ 3 თანაბარ ნაწილად (200 – 200 გრამიანი გუნდები). გავაბრტყელოთ 2 მმ სისქეზე და გამოვაცხოთ ღუმელში, 170 გრადუსზე 12 წუთი . სანამ არ გაოქროსფერდება.

გამომცხვარი ფხვიერი ფენები, გავაგრილოთ და შემდეგ დავაბლენდეროთ , დავფქვათ ან ხელით დავამუშაოთ, ისე რომ მივიღოთ წვრილი ნაწილები. შევურიოთ ძალიან რბილი კარაქი და გამოვაკრათ საცხობ ფორმაში. მოვათავსოთ მაცივარში, რომ გამაგრდეს და გადავიდეთ შიგთავსის მომზადებაზე.

 

ჩიზქეიქის შიგთავსი:

ფილადელფია ან სხვა კრემ – ყველი – 1 კგ

შაქარი – 300 გრ ან შაქრის პუდრი – 300 გრ

კვერცხის გული – 40 გრ (2 ც)

კვერცხი – 250 გრ (4ც)

ნაღები 33-35% – 70 გრ

ფქვილი – 50 გრ

სიმინდის სახამებელი – 15 გრ  (სახამებელი სურვილისამებრ, უფრო მშრალი მასა თუ გსურთ მიიღოთ. მე შემდეგ გამოცხობაზე აუცილებლად დავამატებ)

მომზადების ტექნოლოგია:

კრემ – ყველი და შაქარი გავთქვიფოთ 2 წუთი. დავამატოთ კვერცხის გული, შემდეგ კვერცხი და გავთქვიფოთ (ბევრი თქვეფა არ უნდა). შემდეგ ნაღები და ბოლოს მშრალი ინგრედიენტები უკვე ხელით შევურიოთ.

ჩავასხათ ფორმაში და ვაცხოთ 90 გრადუსზე 1 საათი და 30 – 45 წუთი. შევამოწმოთ სიმყარეზე (ღუმელიდან გამოვწიოთ ფორმა და შევანჯღრიოთ მსუბუქად, არ უნდა მოძრაობდეს დიდად). თუ მზად არის, გავაგრილოთ ღუმელშივე, შეღებულ კარზე და შემდეგ დავტოვოთ მთელი ღამით მაცივარში.

გავაფორმოთ სასურველი სეზონური ხილით, შოკოლადით, კარამელით და მივირთვათ ცივ მდგომარეობაში.

გემრიელად მიირთვით ❤

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s