თაფლის რბილი ნამცხვარი

 

ეს არის თაფლის თხელი ფირფიტები, გაჯერებული მოხარშული სახლური კრემით და კაკაოს მინანქრით დასრულებული.

ძველებური სტილის ნამცხვარი, რომელიც პირში დნება.

შედგება:

თაფლის ფენები,

მოხარშული კრემი,

კაკაოს მინანქარისგან.

 

კრემი:

პირველ რიგში მოამზადეთ კრემი

რძე – 1 ლ

შაქარი – 250 გრ

ფქვილი – 50 გრ

სიმინდის სახამებელი – 50 გრ

კვ.გული – 4 ც

ვანილინი – 1 ც


გაციებულზე შესათქვეფად

კარაქი – 350 გრ

შედედებული რძე – 200 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

შაქარი, კვერცხის გული გავთქვიფოთ გათეთრებამდე. პარალელურად რძე დავდგათ ასადუღებლად სქელ ძირიან ქვაბში, რომელიც არ იკრავს.

გათქვეფილი კვერცხის მასას დავამატოთ ფქვილი და სახამებელი და შემოვურიოთ. იმისათვის რომ ფქვილი და სახამებელი კარგად გაიხსნას, დავამატოთ 2- 3 ს/კ ცივი რძე.. მოვურიოთ..

როდესაც რძე ადუღდება, გადმოვიტანოთ მცირე ნაწილი კვერცხიან თასში და შემოვურიოთ, შემდეგ ეს მასა ისევ გადავიტანოთ მდუღარე რძეში და სათქვეფით დავიწყოთ მორევა განუწყვეტლივ, დავამატოთ ვანილინიც.

2-3 წუთის ინტენსიური მორევის შემდეგ, სახამებელი და ფქვილი დაიწყებს მოქმედებას და მივიღებთ უკვე კრემის კონსისტენციას, თუმცა არ უნდა შევაჩეროთ მორევა, კარგად მოიშუშოს კრემი.

მოხარშული კრემი, გადავიტანოთ ახალ თასში , დავაფაროთ სამზარეულოს პარკი კონტაქტურად (იმისათვის რომ არ გაიკეთოს ქერქი) და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ მაცივარში.

დაკრემვის წინ:

ძალიან რბილი კარაქი გავთქვიფოთ სანამ კარგად არ გატეთრდება და გაფუმფულდება. დავამატოთ გაციებული მოხარშლი კრემი და მიქსერით გავთქვიფოთ. ბოლოს დავამატოთ შედედებული რძე და კვლავ გავთქვიფოთ. (ამჯერად დიდ ხანს აღარ). შედედებული რძის დამატებისას, კრემი ხშირად იჭრება. ამ შემთხვევაში, მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე და ურიეთ მსუბუქად. შეატყობთ გვერდებზე კრემი როგორ მოდნება და რომ შეურევთ დაიწყებს გასწორება/გაპრიალებას. მოხსენით ორთქლის აბაზანიდან.

როგორც კი კრემი გამოსწორდება, აღარ გათქვიფოთ.

თაფლის ფირფიტები:

კარაქი – 100 გრ

რძე – 4 ს/კ

კვერცხი – 2 ც

თაფლი – 4 ს/კ

შაქარი – 170 გრ

სოდა/ძმარი – 1 ჩ/კ

ფქვილი – 500 გრ (ცომშიც და გასაბრტყელებლადაც)

მომზადების ტექნოლოგია:

კარაქი , შაქარი და რძე მოვათვსოთ ორთქლის აბაზანაზე და ვურიოთ. კარაქი რომ გადნება, დავამატოთ კვერცხის გულები და გავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ თაფლი, სოდა/ძმრით და ვურიოთ იქამდე,სანამ მასა კარგად არ გაცხლდება და არ გაორმაგდება.

მოვხსნათ ორთქლიდან და შევურიოთ ფქვილი ნელ-ნელა. ვურიოთ ჯერ ვენჩიკით შემდეგ ხის კოვზით. როდესაც ცომი ძნელი დასამორჩილებელი გახდება, გადავიტანოთ მაგიდაზე და შევაზილოთ ფქვილი, იქამდე სანამ არ მივიღებთ რბილ ცომს, რომელიც ხელებზე აღარ მიეკრობა, თუმცა მაგიდის ზედაპირზე მაინც მიეკრობა (ვინაიდან თაფლს შეიცავს).

გავყოთ 7 თანაბარ ნაწილად და გავაბრტყელოთ 2 მმ სისქის ზომაზე.(მე გამომივიდა 7 ც 128 გრამიანი გუნდა)

გამოვაცხოთ 165 გრადუსზე 7-8 წუთი (სანამ კარგად არ გაოქროსფერდება).

აწყობა:

დავკრემოთ თაფლის ფენები თანაბრად და გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 4-5 საათი , იმისათვის რომ კარგად გაუჯდეს და დარბილდეს.

როდესაც კარგად გაუჯდება კრემო, გვერდები ჩამოვაჭრათ.

)

კაკაოს მინანქარი:

კაკაო – 3 ს/კ

რძე – 7- 8 ს/კ

შაქარი – 100 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

გაცრილი კაკაო, რძე და ფქვილი ვადუღოთ , იქამდე სანამ არ გასქელდება.

პერიოდულად შევამოწმოთ. თეფშზე დავაწვეთოთ და როდესაც აღარ ჩამოვა, მზადაა.

ცხელივე მინანქრით, მომენტალურად გადავფაროთ ნამცხვრის ზედაპირი და გადავასწოროთ თანაბრად.

 

კარგად გავაციოთ  და მივირთვათ ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s