უგემრიელესი და ძალიან მარტივად მოსამზადებელი მაკარუნები
მომზადების დრო:
ცომი – 1 დღით ადრე
ცხობა – 15-18 წთ
რაოდენობა:
34 ც 20 გრ-იანი მაკარუნი
თქვენ დაგჭირდებათ:
კვერცხის ცილა – 4 ც (120 გრ)
შაქარი – 200 გრ
მარილი – 1 გრ
ვანილის ექსტრაქტი
ფქვილი – 60 გრ
ქოქოსი – 250 გრ
ამოსავლებად:
შავი შოკოლადი – 115 გრ
კარაქი – 6 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
კვერცხის ცილა, შაქარი, მარილი და ვანილი მოვათავსით ცეცხლგამძლე თასში და დავდგათ ორთქლის აბაზანაზე, გამუდმებით ვურიოთ.
როდესაც შაქარი დაიწყებს დნობას და მასაც ძალიან გაცხელდება, მოვხსნათ ცეცხიდან და შევურიოთ ფქვილი, ბოლოს ქოქოსის ფანტელი.
მივიღებთ საკმაოდ თხელ, წებოვან მასას.
ცომი მოვათავსოთ მაცივარში 1 ღამით.
გამოცხობა:
დავამრგვალოთ 20 გრამიანი ბურთები და გამოვაცხოთ 165 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 18-20 წუთი (სანამ არ გაოქროსფერდება კიდეები)
კარაქთან ერთად გავადნოთ შოკოლადი და ბოლომდე გაგრილებული მაკარუნები, ამოვავლოთ . შემდეგ მოვათავსოთ მაცივარში, რომ ძირები გაუმყარდეს.