უმარტივესად მოსამზადებელი ნუშის ნამცხვარი, 4 ინგრედიენტით.
ნედლეული:
ნუში – 150 გრ
შაქარი – 250 გრ
ფქვილი – 70 გრ
კვერცხის ცილა – 4 ც (120 გრ)
ამარეტო, ნუშის ექსტრაქტი – სურვილის მიხედვით
მომზადების ტექნოლოგია:
ნედლი ნუში დავფქვათ და შევურიოთ შაქარი, მოვურიოთ. დავუმატოთ კვერცხის ცილა და მოვათავსოთ ორთქლის აბაზანაზე.
გამუდმებით ვურიოთ , შევამჩნევთ რომ შაქარი დაიწყებს დნობას. პერიოდულად შევამოწოთ მოხრილი თითით და როდესაც მასა ძალიან გაცხელდება (50 გრადუსს აღწევს) მოვხნათ ორთქლის აბაზანიდან.
დავუმატოთ გაცრილი ფქვილი და მოვურიოთ კოვზით.
გავაცხელოთ ღუმელი 160 გრადუსზე.
მოსართავი ტომრით დავსვათ საშუალო/დიდი ზომის დისკები და გამოვაცხოთ.
გამოცხობა:
160 გრადუსზე, 15-18 წუთი. დამოკიდებულია ღუმელის ტიპზე. გირჩევთ აკონტროლოთ ცხობისას, შესაძლებელია დაგჭირდეთ შემოტრიალება, თანაბარი ცხობისთვის. როგორც კი გაოქროსფერდება ნაპირები, გამოდგით ღუმელიდან და საცხობ ფირფიტაზევე დატოვეთ ბოლომდე გასაგრილებლად.
ეს არის რბილი და წელვადი სტრუქტურის ნამცხვარი, ინტენსიური ნუშის არომატით.