უგლუტენო სადღესასწაულო ბრაუნი ყავის მუსით

პერსონა: 6
გამოსაცხობი ფორმა: 14 სმ/დმ

საჭირო ნედლეული:
ბრაუნი:
ნაღების კარაქი – 125 გრ
ვანილის ბურბონის შაქარი ,,beghin say“ – 100 გრ
კვერცხი – 3ც
ბიო პასტა თხილით და კაკაოთი, უგლუტენო – 270 გრ
ბიო აგავას სიროფი – 25 გრ
უნივერსალური ფქვილი, უგლუტენო – 70 გრ
გამაფხვიერებელი – 5 გრ
ყავა ხსნადი, უგლუტენო ,,leader prcice” – 7 გრ
ბიო მიუსლი კენკრით და თხილეულით, უგლუტენო – 80 გრ

ყავის მუსი:
რძე – 250 მლ/ლ
ყავა – 5 გრ
კვერცხის გული – 2 ც
ყავისფერი ლერწმის შაქარი – 70 გრ
ჟელატინის ფირფიტა ,,Leader Price” – 5 ც
ამოყვანილი ნაღები – 100 მლ/ლ

გაფორმება: ბიო, მიუსლი კენკრით და თხილეულით, უგლუტენო

მოვამზადოთ ბრაუნი
რბილი კარაქი და ვანილის ბურბონის შაქარი, გავთქვიფოთ მსუბუქად და დავუმატოთ კვერცხი სათითაოდ.

დავუმატოთ თხილის პასტა, აგავას სიროფი და მიქსერით შემოვურიოთ.
უგლუტენო ხსნადი ყავა გავხსნათ მცირე რაოდენობის ადუღებულ წყალში და დავამატოთ ცომის მასას.

დავამატოთ უგლუტენო ფქვილი , გამაფხვიერებელი, მიუსლი და შემოვურიოთ.

მოვათავსოთ დაცხიმულ ფორმაში და გამოვაცხოთ, 165 გრადუსზე 35 – 40 წუთის განმავლობაში.

მოვამზადოთ ყავის მუსი:

ამოვიყვანოთ ნაღები.
რძეში გავხსნათ უგლუტენო ხსნადი ყავა და წამოვადუღოთ.
დავალბოთ ჟელატინის ფირფიტები, ცივ წყალში.
კვერცხის გული გავთქვიფოთ ყავისფერ ლერწმის შაქართან ერთად.
დავასხათ მდუღარე რძე და ორთქლის აბაზანაზე მოვხარშოთ ინგლისური კრემი.

კრემი მზად არის როგორც კი მიაღწევს 75 გრადუსს, დაგვჭირდება დაახლოებით 15-20 წუთი, სანამ არ მივა წამოდუღებამდე.

მომზადებული კრემი, გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში და დავუმატოთ გაწურული ჟელატინის ფირფიტები. მოვურიოთ, გადავაკრათ სამზარეულოს ცელოფანი და შევინახოთ მაცივარში 6-8 საათით.

ბრაუნი გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ დავაყოვნოთ მაცივარში 6-8 სთ.

ცივი კრემი კარგად გადავთქვიფოთ მიქსერით და შევურიოთ ამოყვანილი ნაღები.

მუსი გადავიტანოთ საკრემავ ტომარაში და მოვათავსოთ ბრაუნის ზედაპირზე სასურველი ფორმით.
გავაფორმოთ ბიო, უგლუტენო მიუსლით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s