ლიმონჩელო ტირამისუ TIRAMISÙ AL LIMONCELLO🍋👌🍋👌

მოვამზადოთ ლიმონჩელო ტირამისუ, ჰაეროვანი მასკარპონეს მუსით, ლიმონის კრემითა და  არომატული ლიმონჩელოს სანამით.

პერსონა : 6-8

ფორმა 20სმx30სმ

 

ლიმონჩელოს სანამი:

წყალი – 360 გრ

ყავისფერი შაქარი – 115 გრ

ლიმონჩელო – 250 გრ

სავოიარდის ბისკვიტი – 300 გრ

ლიმონის კრემი:

ლიმონი – 2 ც

კარაქი – 100 გრ

ყავისფერი შაქარი – 75 გრ

მარილი – 1 გრ

კვერცხის გული – 3 ც

ბურბონის ვანილი – 15 გრ

მასკარპონეს მუსი:

მასკარპონე- 500 გრ

ყავისფერი შაქარი – 40 გრ

ნაღები – 360 გრ

გაფორმება:

კაკაო, მარწყვი, ლიმონი, პიტნა.

 

მომზადების ტექნოლოგია:

ლიმონის კრემი:

დავჭრათ რბილი კარაქი , დავამატოთ ლიმონის ცედრა და წვენი, კვერცხის გული, ყავისფერი ლერწმის შაქარი , ზღვის მარილი და ბურბონის ვანილი შაქრით.

მოვხარშოთ ლიმონის კრემი ორთქლის აბაზანაზე, განუწყვეტლივ მორევით, სანამ არ მიაღწევს 70 C. დაგჭირდებათ დაახლოებით 30 წუთი.

გადავიტანოთ გასაგრილებლად

ლიმონჩელოს სანამი:

ყავისფერი ლერწმის შაქარი და წყალი ვადუღოთ 5-7 წუთი და ცხელშივე დავუმატოთ ლიმონის ლიქიორი.

მასკარპონეს მუსი:

ამოვიყვანოთ 34% იანი ცივი ნაღები და დავარეზერვოთ.

ოთახის ტემპერატურის მასკარპონეს დავუმატოთ გაციებული ლიმონის კრემი. (მასკარპონეს არ უხდება თქვეფა, სასურველია მოვურიოთ ხელის სათქვეფით) დავამატოთ ყავისფერი ლერწმის შაქარი და შემოვურიოთ რომ გაერთიანდეს.

დავამატოთ ამოყვანილი ნაღები და მარიზით მოვურიოთ მსუბუქად.

აწყობა:

ლიმონჩელოს ცივ სანამში, სათითაოდ ამოვავლოთ სავოიარდის ბისკვიტები და გადავანაწილოთ ფორმაში.

თანაბრად გადავანაწილოთ მასკარპონეს მუსის პირველი ფენა და ეს პროცესი გავიმეოროთ კიდევ ერთხელ.

ტირამისუ დავაყოვნოთ მაცივარში 8 – 10 საათი.

სერვირების წინ გავაფორმოთ მარწყვით, ლიმონით, პიტნით და კაკაოთი

გემრიელად მიირთვით ❤

ვიდეო რეცეპტი:

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s