პასკა სახლური

 

საჭირო ნედლეული:

კვერცხი – 4ც (მომზადებისას იყოფა 2 ნაწილად)

რძე – 250 მლ/ლ

შაქარი – 450 გრ (ყავისფერი და თეთრი 1-1ზე) (მომზადებისას იყოფა 2 ნაწილად)

კარაქი – 250 გრ

ზეთი – 70 მლ/ლ (ჩასაზელად) (მომზადებისას იყოფა 2 ნაწილად)

ფქვილი – 950 გრ (შეურიეთ პურსაცხობი და უმაღლესი ხარისხის 1-1 ზე) (მომზადებისას იყოფა 2 ნაწილად)

ზღვის მარილი – 2 გრ

მშრალი საფუარი – 30 გრ (3 სავსე ს/კ)

ან დაწნეხილი საფუარი – 50 გრ

სუნელები :

ილი – 1/2 ჩ.კ.

ჯავზი, იგივე მუსკატი – 1/3 ჩ/კ (შეგიძლიათ გაზარდოთ 1/2 ჩ.კ. მდე)

ახლად დაფქული დარიჩინი – 1/2 ჩ.კ. (თუ დარიჩინის არომატი არ მოგწონთ, მოხსენით ან შეამცირეთ)

მიხაკი – 1/4 ჩ.კ. (სურვილისამებრ)

ლიმონი – 2ც

ფორთოხალი – 1ც

ზაფრანას ყვავილი – მზა პაკეტი 1 ც (მე გამოვიყენე ნაკლები კონცენტრაციის, ინდური ზაფრანა)

ვანილი – 3 ც (რეცეპტში გამოყენებულია შაქრიანი ვანილი , ვანილის ნატურალური ექსტრაქტით.) ვანილინის შემთხვევაში, მოიხმარეთ 2 – 4 გრ, რომ არ გაამწაროს ცომი. 

კონიაკი – 30 – 50 მლ/ლ (ზაფრანას ნაყენის მოსამზადებლად)

ქიშმიში – 200 გრ (შეურიეთ ოქროსფერი და მუქი ფერის)

გაფორმება:

საკონდიტრო შავი შოკოლადი – 200 გრ

თხილი, ჩირი და ფერადი კანფეტები თქვენი არჩევანით.

მოცემული ნედლეულით მიიღებთ 2.2 კგ ცომის მასას, რომელიც შეგიძლიათ გადაანაწილოთ, თქვენს ხელთ არსებული ფორმების მიხედვით. 

პასკის ჩემეული რეცეპტი, არის იდეალური გემოს,სიმარტივის, სასურველი შედეგის მიღწევის და ნაკლები დროის დახარჯვის მხრივ, თუმცა, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და მაინც ყველა ადამიანმა, თავისი საყვარელი გემო, თვითონ უნდა მოძებნოს და გამოიყვანოს.

ჩემი რეცეპტის შემთხვევაში, მოცემულია სულ 1 გადაზელა. პირველად იზილება ცომი და შემდეგ არის მხოლოდ 1 გადაზელა, სადაც ნაწილდება ფორმებში.. რაზედაც 1 სრული დღე მაინც არის საჭირო. (ამაში შედის ცომის დაწყება და საბოლოოდ პასკების გამოცხობა).

მაგრამ, მინდა რომ გაითვალისწინოთ, უფრო მეტად მძიმე პასკის მისაღებად, ცომი უნდა გადაიზილოს 6-7 ჯერ.

მომზადების ტექნოლოგია:

რამოდენიმე დღით ადრე:

ჩააყენეთ ზაფრანას ნაყენი. ზაფრანას ყვავილებს, დაასხით ალკოჰოლი, ისე, რომ კარგად დაფაროს და გააჩერეთ რამოდენიმე დღე, რომ გამოუშვას კარგი ფერი. თუ შეიძენთ ნამდვილ შაფრანს, არ არის საჭირო ეს პროცედურა. მაგ შემთხვევაში ყოფნის მხოლოდ 2-3 საათით ადრე დაყენება და მხოლოდ 1-2 ღეროა საკმარისი.

  • მეტი ინტენსივობისთვის, ზაფრანას ნაყენშივე შეგიძლიათ ჩაახეხოთ ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა, (ასევე ჩააჭრათ ლიმონი და ფორთოხალი) თუმცა მე რეცეპტში , მოზადების დროს შევურიე.

პასკის მომზადება:

პირველ რიგში, გავაკეთოთ საფუარიანი ცომი. ეს იმისთვის, რომ საფური გავააქტიუროთ, კარგად გამოვკვებოთ დამოვაძლიეროთ.

საფუარიანი ცომი:

თბილი რძე, 1 ც კვერცხი, შაქარი – 100 გრ, ფქვილი – 200 გრ და საფუარი , შევურიოთ ერთმანეთს, სანამ კარგად არ გაერთიანდება და გავაჩეროთ სავარაუდოდ 30-40 წთ, კარგად უნდა წამოვიდეს ზომაში და გაიკეთოს ბევრი ბუშტი (დამოკიდებულია საფუარის ხარისხზე და ოთახის ტემფერატურაზე).

ამის შემდეგ დავიწყოთ ცომის მეორე,ნაწილის, უკვე ცხიმიანი მასის მომზადება.

კარაქი დავადნოთ და გადავდოთ გვერდზე, გასაგრილებლად.

კვერცხი 3 ც და შაქარი 350 გრ-ი კარგად გავთქვიფოთ მიქსერით, სანამ არ გათეთრდება და მოიმატებს მოცულობაში.  ეს მასა გადავიტანოთ საფუარიან ცომში და ფრთხილად შევურიოთ. დავაცრათ დარჩენილი 750 გრ ფქვილი და დავამატოთ 2 გრ ზღვის მარილი. შემდეგ დამდნარი, გაგრილებული კარაქი და ზეითუნის ზეთის ნაწილი (დაახლოებით 50 გრ ) ჩასაზელად.

დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში კარგად ვზილოთ ცომი, შემდეგ შევფუთოთ და დავაყოვნოთ 4-6 საათი (გააჩნია ტემპერატურას), ამ დროისთვის ცომი მინიმუმ უნდა გაორმაგდეს.

სანამ ცომი აქტიურად ფუვდება, ქიშმიში გავარჩიოთ, გავრეცხოთ და გავაშროთ.

შემდეგ მივხედოთ სუნელებს:

-გადავწუროთ წინასწარ მომზადებული ზაფრანას ნაყენი, ჩავამატოთ ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა (თუ გნებავთ, წვენიც), ვანილი და ახლად დაფქვილი სუნელები. (რეცეპტში, სუნელები პირდაპირ ცომს მოვაფრქვიე, მეტი ინტენსივობისთვის, შეგიძლიათ შეურიოთ ჯერ ნაყენში და შემდეგ ერთიანად შეაზილოთ ცომს).I

4-6 საათის შემდეგ, როდესაც ცომი გაორმაგდება, შევურიოთ მომზადებული ნაყენისა და სუნელების ნაერთი და გადავზილოთ მსუბუქად. დავამატოთ ჩვენი საყვარელი სახეობის ქიშმიში და კარგად გადავზილოთ. გამოვიყენოთ დანარჩენი ზეითუნის ზეთი, საბოლოო ჩასაზელად.

მიღებული ცომი, გადავანახილოთ საცხობ ფორმებში, ისე, რომ დაიფაროს ფორმის მხოლოდ მესამედი (ან ოდნავ მეტი) . თავები გადავუსწოროთ, გადავაკრათ სამზარეულოს პარკი და დავაყოვნოთ 1.5 – 2 სთ (სანამ კარგად არ ამოვა, მინიმუმ გაორმაგდება).

კვერცხის შხაპი:

1 ც კვერცხის გული გავხსნათ თბილ რძეში და გადავუსვათ ამოსული პასკის თავებს.

გამოცხობა:

ღუმელი გავაცხელოთ 150-160 გრადუსზე (გააჩნია ღუმელს) და გამოვაცხოთ ჩვენი პასკა.

300-500 გრ – იანის შემთხვევაში – დამჭირდა 150 გრადუსზე 30-40 წთ

1 კგ – იანის შემთხვევაში – 1 სთ.

ყველაზე კარგი საშუალება არის ჩხირით შემოწმება.

არ გახსნათ ღუმელი სანამ პასკა უკვე დაბრაწვას არ დაიწყებს .

გამომცხვარი პასკა გააგრილეთ და სურვილისამებრ გააფორმეთ.

პასკა, ჩემი დაკვირვებით, იდეალურია გამოცხობიდან მინიმუმ 2 დღის შემდეგ. ეს ის დროა, როდესაც სტრუქტურა ფორმირდება და გემოები კარგად ლაგდება.

წარმატებებს გისურვებთ და მინდა რომ ყველას გეპოვოთ თქვენთვის იდეალური პასკის გემო.

Bake with Sophie ❤

ვიდეო რეცეპტი:

 

 

 

 

 

 

2 thoughts on “პასკა სახლური

Leave a Reply to Natia Cancel reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s