ნედლეული:
ხაჭო 6% – 1 კგ
არაჟანი 30%- 150 გრ
კარაქი ძალიან რბილი- 100 გრ
შაქარი – 200 გრ
დანარჩენი მშრალი მასა უნდა იყოს 300 გრ.
შეგიძლიათ ასე გადაანაწილოთ:
ქიშმიში სხვადასხვა – 100 გრ
ჩირი სასურველი (გარგარი,ქლიავი, შტოში) – 100 გრ
თხილეული, შოკოლადი, მარმელადი (სურვილისამებრ) – 100 გრ
ვანილი
ლიმონის ცედრა – 1 ც
კონიაკი, რომი – 15 მლ/ლ
გაფორმება:
შოკოლადის განაში
დაგჭირდებათ:
მარლა და 2 ც პასკის ფორმა.
ვიდეო რეცეპტი:
მომზადების ტექნოლოგია:
ხაჭო დავაბლენდეროთ კარგად ან გავატაროთ წვრილ საცერში რამოდენიმეჯერ. დავუმატოთ არაჟანი, ამოვურიოთ. დავუმატოთ ძალიან კარგად დარბილებული კარაქი, შაქარი და კვლავ მოვურიოთ კარგად. ბოლოს დავამატოთ ალკოჰოლი , ლიმონის ცედრა და სასურველი დანამატები, ჩირი, თხილეული და ა.შ. გავაერთიანოთ ეს მასა.
ფორმები დავდოთ თეფშებზე, ჩავაფინოთ მარლა და მოვათავსოთ მაცოვარში 2 დღით.
ამ პერიოდისთვს ხშირ-ხშირად გადავასხათ ის სითხე, რომელსაც პასკა გამოუშვებს.
მირთმევის წინ, მოვხსნათ ფორმებიდან, მოვასხათ შოკოლადი და გავაფორმოთ ჩვენი გემოვნებით.
Gamarjoba,egvcitei pormebi sad iyideba? xachos paska ro moamzadet,plastmasia??
LikeLike
გამარჯობა,
წინასააღდგომოდ
იყიდებოდა სხვადასხვა საკონდიტრო მაღაზიებში. მათ შორის, მრავლად პასაჟის მიმდებარედ.
ამ ეტაპზე ვერ გეტყვით სად შეიძლება იყოს კვლავ დარჩენილი, ფორმა პლასტ. მასაა.
LikeLike