ნედლეული
შვრია (მსხვილი ფანტელები) – 400 გრ
ნიგოზი – 30 გრ
თხილი – 30 გრ
ნუში – 30 გრ
თაფლი – 280 გრ
ქიშმიში და სხვადასხვა ჩირები (კარგია გამომშრალი კენკროვანი ხილი) – 120 გრ
დარიჩინი – 2 ჩ/კ
კოჭას ფხვნილი ან ახლად გახეხილი (ჯინჯერი) – 1 ჩ/კ
მარილი – 2 მწიკვი
შაქარი ყავისფერი – 40 გრ
ზეთი ზეითუნის – 80 გრ
(მოცემულია შეძლებისდაგვარად ზუსტი პროპორციები, თუმცა თქვენ შეგიძლიათ გადაათამაშოთ გრამაჟი და ნედლეულიც, იმის მიხედვით თუ რა გიყვართ).
მომზადების ტექნოლოგია:
გავაცხელოთ ღუმელი 145 გრადუსზე.
ჩამოთვლილი ნედლეული, გარდა ქიშმიშ და ჩირეულის, შევურიოთ ერთმანეთს და გადავანაწილოთ საცხობ ზედაპირზე.
უნდა მივიღოთ ზომიერად წებოვანი და ნოტიო მასა.
გამოცხობა:
მოვათავსოთ ღუმელში და ვაცხოთ 145 გრადუსზე 40 წუთი. ყოველ 10 წუთში ამოვურიოთ, რომ თანაბრად მოეკიდოს ღუმელის რუჯი : )
მიღებული გრანოლა, ცხელივე გადავიტანოთ თასში და ავურიოთ დარჩენილი ჩირები. შემდეგ კვლავ გადავანაწილოთ საცხობ ზედაპირზე სანამ ბლომდე არ გაგრილდება. მივიღებთ საკმაოდ ხრაშუნა, ერთმანეთზე შეწებებულ მასას, რომელიც მსუბუქად გავაცალკევოთ და მოვათავსოთ კონტეინერში.
იდეალურია საუზმედ, რძესთან ან იოგურტთან ერთად.
ასევე, არის ჯანსაღი წასახემსებელი, იდეალური ბავშვებისთვის.
შეგიძლიათ გააფორმოთ დესერტი : )
წარმატებას გისურვებთ!
სოფო, ქეთი ბაბუხადია ვარ, აქ როგორ მოგწერო არ ვიცი ))
LikeLike