მარტივად მოსამზადებელი, ძალიან არომატული გულსართისა და ფხვიერი სტრუქტურის ნამცხვარი.
შედგება ფხვიერი ცომისაგან და ვაშლის გულსართისგან.
ჩვენ დაგვჭირდება ფხვიერი ცომის მომზადება, რომელიც უკვე ახსნილი მაქვს დეტალურად. რეცეპტის სანახავად მოინახულეთ ბმული: ფხვიერი ცომის რეცეპტი
გულსართი:
ვაშლი (სასურველია მომჟავო და მაგარი) – 5 ც საშუალო ზომის
ქართული ლიმონი – 2 – 3 ც
ვანილი
დარიჩინი – 1 – 2 ჩ/კ
კოჭას (ჯინჯერი) პუდრა ან ახლადგახეხილი – 1/2 ჩ.კ.
შაქრის ფხვნილი ან გრანულებიანი – 20 გრ (გააჩნია როგორი სიტკბო გნებავთ, შეიძლება მეტიც)
გამოსაცხობი ფორმა – 24 სმ/დმ
მომზადება:
დავჭრათ გარეცხილი და გათლილი ვაშლი, დაახლოებით 2-3 სმ კუბებად, მოვაყაროთ ლიმონის ცედრა და წვენიც მოვასხათ, შემდეგ ვანილი , დარიჩინი, კოჭა და მოვაფრქვიოთ შაქარი.
მე შაქრის ფხვნილი მოვაყარე და ისიც ძალიან მცირედი (20 გრ დაახლოებით), ვაშლიც ნაკლებად ტკბილი შევურიე, შესაბამისად მივიღე მომჟავო და არომატული გულსართი.
გაყინული ფხვიერი ცომი გავხეხოთ და გავყოთ 2 ნაწილად.
გადავანაწილოთ ძირზე, შემდეგ გულსართი (შედარებით მშრალად ამოვიღოთ, წვენი არ გვჭირდება) შემდეგ ისევ გახეხილი ცომი. არ გადავასწოროთ ხელით.
გამოცხობა:
165 გრადუსზე 50-55 წუთი.
სანამ კარგად არ გაოქროსფერდება.
მნიშვნელოვანია ფხვიერი ცომი კარგად გამოცხვეს და გულსართიც კარგად ჩაკარამელდეს : )
წარმატებას გისურვებთ!