შაქრისა და კარაქის ორცხობილა

ორცხობილას ეს ვერსია, გარდა იმისა რომ ძალიან გემრიელია, ასევე, კარგად ინარჩუნებს ფორმას ცხობისას და იდეალურია მოსახატად. 

რაოდენობა:

65 ც 7 სმ/დმ ის ორცხობილა

ნედლეული:

რბილი კარაქი – 227 გრ

შაქარი – 300 გრ

კვერცხი – 3 ც

ვანილის ექსტრაქტი – 1 ჩ/კ

ან ვანილინი – 1 ც

ფქვილი- 500 გრ

მარილი – 1/2 ჩ/კ

4 ჩ/კ – გამაფხვიერელი

მომზადების ტექნოლოგია:

შაქარი და რბილი კარაქი გავთქვიფოთ, სანამ კრემივით ფაფუკ კონსისტენციას არ მივიღებთ. დავამატოთ კვერცხი თითო-თითოდ  და კარგად გავთქვიფოთ.

მშრალი ნედლეული ფქვილი,  ვანილი, მარილი, გამაფხვიერებელი, ერთმანეთს შევურიოთ და დავამატოთ მიქსერის თასში არსებულ მასას. კვლავ კარგად მოვურიოთ მიქსერით  და შემდეგ ხელით მოვაგუნდაოთ ცომი.

ვინაიდან ცომი საკმაოდ რბილი გამოდის, შევფუთოთ სამზარეულოს ცელოფანში და დავაყოვნოთ მაცივარში 1 საათი.

ფქვილმოფრქვეულ მაგიდაზე გავაბრტყელოთ ცომი და გამოვჭრათ სასურველი ფორმები.

გამოცხობა:

160 – 165 გრადუსზე 8 – 10 წუთი.

დავაკვირდეთ ცხობისას, არ უნდა გაგვიმუქდეს.

საჭიროებისამებრ, მოვრთოთ როიალ აისინგით, რომელის მომზადების პრინციპსაც მარტივად დავწერ:

როიალ აისინგი შედეგება კვერცხის ცილა, შაქრის ფქვნილი და სურვილისამებრ საღებავისგან. 

კეთდება ორნაირი კონსისტენციის:

1 – სქელი , კონტური და წარწერისთვის,

2- თხელი, შემავსებელი ფონისთვის.

მე ქუქისების ეს პორცია გავანახევრე და გამოვაცხე დაახლოებით 28-30 ცალი. მაგ რაოდენობის გასაფორმებლად დამჭირდა 2 კვერცხის ცილაზე გაკეთებული აისინგი.

გაითვალისწინეთ , რომ კვერცხი იყოს ახალი და კარგად გარეცხილი.

გავაკეთე შემდეგნაირად:

2 კვერცხის ცილა და ლიმონმჟავა (დანის წვერით) გავთქვიფე მიქსერით, სანამ კარგად არ ამოვიდა. ! ლიმონმჟავა განაპირობებს ცილის სითეთრეს და სიმყარეს.

შემდეგ , თვალით ვამატე შაქრის ფხვნილი, თან ვთქვიფავდი მიქსერით.

ვამატე იქამდე სანამ არ მივიღე საკმაოდ სქელი მასა. (შეგიძლიათ ასე შეამოწმოთ, მიქსერის ჩხირებიდან ცილა რომ ჩამოწვეთავს, კვალი, რომელსაც დატოვებს, არ უნდა გაქრეს 20 წამის ნანმავლობაში)

მიღებული აისინგი, გავყავი 2 ნაწილად.

1 – შევურიე საღებავი , მოვურიე კოვზით ან სილიკონის მარიზით, სანამ კარგად არ გაერთიანდა. (ეს არის სქელი კონსისტენცია, კონტური, წარწერა)

2 – დავტოვე თეთრად და თითო – თითოდ შევურიე ონკანის წყალი, თან ვურევდი კოვზით, სანამ არ მივიღე საკმაოდ თხელი კონსისტენცია. ( კოვზიდან რომ ჩამოწვეთავს ცილა, კვალი უნდა წაიშალოს 5 წამში) ეს მასა არის ფონის მისაცემად. (ვინაიდან სქელი რომ იყოს, ფონი არათანაბარი გამოვა).

კარგად გაგრილებულ ორცხობილებზე, სათითაოდ დავიტანე თეთრი ფონი, წრიული მოძრაობით. სადაც ადგილი დარჩა, ხის ჩხირით გავაერთანე. შემდეგ აქ ორი რამ შეგიძლიათ.

თუ გნებავთ წარწერა ამობურცული იყოს, მაშინ დააყოვნეთ სანამ ფონი კარგად არ გაშრება და შემდეგ დაიტანეთ.

თუ ერთ ზედაპიზე გნებავთ, მაშინ მომენტალურად , სველზევე დაწერეთ ან დაახატეთ.

წარმტებებს გისურვებთ!

 

 

2 thoughts on “შაქრისა და კარაქის ორცხობილა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s