ნედლეული:
კარაქი რბილი – 200 გრ
შაქარი – 180 გრ
კვერცხი – 6 ც
მაწონი – 6 ს/კ
სოდა / ძმრით – 1/2 ჩ.კ.
ფქვილი – 300 – 350 გრ
გული:
ნიგოზი გატარებული – 150 გრ
მიხაკი – 1/2 ჩ.კ.
დარიჩინი – 2 ჩ.კ.
შაქრის ფქვნილი – 50 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
კარაქი და შაქარი გავთქვიფოთ მიქსერით, დავუმატოთ კვერცხი თთო – თითოდ და განვაგრძნოთ თქვეფა.
დავუმატოთ მაწონი , სოდა და ძმარი, ბოლოს კი ფქვილი და მოვურიოთ კვლავ მიქსერით ან ხის კოვზით.
გამოდის თხელი ცომი.
გულისთვის, გავატაროთ ნიგოზი , შევურიოთ მიხაკ – დარიჩინი და შაქრის ფხვნილი.
აწყობა:
მე გამოვაცხვე 35 – 25 ზე საცხობ თუნუქის ფირფიტაზე და ცოტა დაბალი გამოვიდა, ამიტომ შემდეგისთვის ვფიქრობ 23 – 25 სმ/დმ ის საცხობ ფორმაში გამოვაცხო.
საცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი და ცომის ნახევარი გადავანაწილოთ ძირზე თანაბრად.
მოვაყაროთ გული , ისიც თანაბრად და საბოლოოდ დავფაროთ დარჩენილი ცომი. რომელიც უკვე უნდა გავშალოთ სველი ხელით. (გვერდზე დავიდგათ ჭიქა წყალი , ხელი დავისველოთ პერიოდულად)
გამოცხობა:
165 გრადუსი, 30 – 35 წუთი.
სანამ არ გაოქროსფერდება.
გემრიელად მიირთვით.
auu mindaaa
LikeLike
chem bichs uyvars darichiniani tkbileuloba.madloba aseti ioli da gemrieli receptistvis
LikeLike
დიდი მადლობა კომენტარისთვის! 🥰🥰🥰
LikeLike