რეცეპტი მოცემულია 24 სმ/დმ ფორმისთვის.
გათვლილია – 12 პერსონაზე
შედგება:
გახეხილი ცოცხალი შინდი, შაქართან ერთად შენახული,
კრემ პატისიე ამოყვანილ, ნაღებთან ერთად,
შვეიცარული მერინგი , გამომცხვარი ორი ფენა,
ლიმონის ბისკვიტი , გამომცხვარი 2 ფენა.
!გახეხილი შინგის გარდა, მერინგის, ბისკვიტის და კრემ პატისიეს რეცეპტები მე უკვე მიწერია ამ ბლოგზე, გამოყენებულია სხვადასხვა დესერტებში.
შესაბამისად ახლა დავწერ კონკრეტულად 24 სმ/დმ ისთვის პროპორციებს, ხოლო მომზადების ტექნოლოგიის სანახავად, მივუთითებ კონკრეტულ ბმულებს, სადაც დეტალურად ნახავთ.
შვეიცარული მერინგი:
კვერცხის ცილა – 120 გრ
შაქარი – 240 გრ
გამომცხვარი მერინგები სიზუსტისთვის გამოვჭრათ იგივე ყალიბით.
მომზადების ტექნოლოგია:
გადადით ბმულზე:
კრემ – პატისიე:
რძე – 500 მლ/ლ
ვანილინი – 1ც
შაქარი – 100 გრ
კვერცხი – 3ც
სიმინდის სახამებელი – 60 გრ
კარაქი რბილი – 50 გრ
მოხარშული კრემის ბოლომდე გაციების შემდეგ, შევურიოთ
ამოყვანილი ნაღები – 400 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
გადადით ბმულზე:
ლიმონის ბისკვიტი:
ლიმონის ბისკვიტის ფენა, ჩემი არჩევანია, ვინაიდან მინდოდა უფრო მყარი ფენა და ზოგადად მომწონს მისი სტრუქტურა. თუმცა, ოპიუმის ექსპერტებმა :))) მითხრეს, უფრო ხშირად გაუსინჯავთ, ფხვიერი ძირის ოპიუმი.
თუ ფხვიერ ძირს აირჩევთ, რეცეპტები ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ ბლოგზე.
ლიმონის ჟენუაზი:
კვერცხი (ოთახის ტემპერატურის) – 260 გრ
ტრიმოლინი (იგივე თაფლი ) – 8 გრ
შაქარი – 120 გრ
ლიმონის ცედრა – 9 გრ
კარაქი ( გამდნარი , გაგრილებული ) – 65 გრ
ფქვილი – 145 გრ
ლიმონის წვენი – 40 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
ბმული:
აწყობა:
24 სმ/დმ ის ფორმაში მოვათავსოთ გამოჭრილი ბისკვიტი, შემდეგ გახეხილი შინდი გადავანაწილოთ, შემდეგ მოხარშული კრემ-პატისიე და გამომცხვარი მერინგის დისკი. კვლავ გავიმეოროთ იგივე თანმიმდევრობით, სანამ არ ამოიწურება დანარჩენი ფენებიც.
მოვათავსოთ მაცივარში 2-3 საათით, შემდეგ მოვხსნათ ფორმა და ისე დავტოვოთ 1 ღამით.
სურვილისამებრ მოვაფრქვიოთ შაქრის ფხვნილი.
იდეალურია მეორე დღეს, როდესაც ყველა ფენა ერთმანეთის გემოებს შეერწყმევა და რბილი და ჰაეროვანი გახდება.
გემრიელად მიირთვით ❤
გამარჯობა. 120 გრ. კვერცხის ცილით და შაქრით ერთი ფენა ცხვება? თუ ორად იყოფა?
LikeLike
გამარჯობა, 3 ფენა ცხვება, ზუსტად, რაც პოტოზეა.
LikeLike