მომზადების დრო:
10 წუთი (1 დღით ადრე)
30 წუთი (შემდეგ დღეს)
გამოცხობის დრო:
დაახლოებით 3-4 წუთი
მაცივარში დაყოვნება:
2სთ + 1 ღამე
ცომის აფუების დრო:
დაახლოებით 2 სთ
გამოდის დაახლოებით 40 ც
ნედლეული:
რბილი კარაქი – 125 გრ
შაქარი – 50 გრ
ლიმონის ცედრა – 1/2 ც
ზღვის მარილი – 6 გრ
შავი რომი – 20 გრ
მშრალი საფუარი – 4 გრ
(ჩემს შემთხვევაში, მშრალი საფუარი 2 გრ, სახლში მომზადებული საფუარი 50 გრ)
კვერცხი – 5 ც
ფქვილი – 500 გრ
შაქრის ფხვნილი მოსაყრელად
მზესუმზირის ზეთი შესაწველად – 500 მლ/ლ
მომზადების ტექნოლოგია:
1 დღით ადრე , მიქსერის თასში მოვათავსოთ კარაქი რბილი, შაქარი, ლიმონის ცედრა, მარილი, რომი, საფუარი, კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი.(იქამდე სანამ ცომი თასის გვერდებს უკვე აღარ მიეკრობა).
მიღებულ ცომს გადავაფაროთ სამზარეულოს ნამიანი ტილო და დავაცადოთ 2 სთ ან (სანამ არ გაორმაგდება).
გადავზილოთ ცომი და მოვათავსოთ მაცივარში 2 საათით.
გადავზილოთ ცომი და შევაბრუნოთ მაცივარში 1 ღამით.
შემდეგ დღეს, გავაბრტყელოთ ცომი რაც შეიძლება თხლად და გამოვჭრათ 10×8 სანტიმეტრის რომბები ან ჩვენთვის სასურველი სხვა ფორმები.
გავაცხელოთ ზეთი 170 გრადუსზე და შევწვათ დონატები ორივე მხარეს , სანამ არ გაოქროსფერდება.
მალევე მოვაფრქვიოთ შაქრის ფხვილი.
გემრიელად მიირთვით 👌