ეს დესერტი შედგება:
- ლიმონის ჟენუაზის მყარი და ძალიან არომატული ბისკვიტი
- კრემ – ბრულეს კრემი . მარტივად მოსამზადებელი , აბადროულად ძალიან მდიდარი გემო და სასიამოვნო სტუქტურა
- ციტრუსის კონფიტი
რეცეპტი მოცემულია 25X35 ზომის ფორმაზე.
ლიმონის ჟენუაზი:
კვერცხი (ოთახის ტემპერატურის) – 528 გრ
ტრიმოლინი (იგივე თაფლი ) – 16 გრ
შაქარი – 237 გრ
ლიმონის ცედრა – 18 გრ
კარაქი ( გამდნარი , გაგრილებული ) – 132 გრ
ფქვილი – 290 გრ
ლიმონის წვენი – 79 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
გავთქვიფოთ კვერცხი, ტრიმოლინი , ლიმონის ცედრა და შქარი, მიქსერით. შქარი შევურიოთ ნელ-ნელა და გავაკეთოთ ,,ბომბი”.
როდესაც ეს მასა კარგად ამოვა, უკვე მიქსერს აღარ ვიყენებთ და ხელით, მარიზის მეშვეობით შევურიოთ გაგრილებული კარაქი, შემდეგ ფქვილი – ნელ-ნელა დავაცრათ და როგორ ტორტის ბისკვიტი, ისე ვურიოთ ზემოდან – ქვემოთ ფაქიზად და ბოლოს ლიმონის წვენი. ლიმონის წვენს როდესაც შევურევთ , ბისკვიტი დაიწყებს ჩაწევას. განაგრძეთ მასის გაერთიანება, შემდეგ კი გადაასწორეთ საცხობ ფორმაზე. ბისკვიტი უნდა იყოს 0,5- 6მმ ის.
გამოცხობა 200 გრადუსზე – 20 წუთის განმავლობაში.
თუმცა პირველი 15 წუთის გასვლის შემდეგ, გადაამოწმეთ, ძალიან არ გამოშრეს.
კრემ – ბრულე
ნაღები 33% – 900 გრ
რძე – 380 გრ
ვანილის ჩხირი ,ექსტრაქტი ან ვანილის ფხვნილი
კვერცხის გული – 382 გრ (20 ც)
შაქარი – 170გრ
ჟელატინი – 30 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
ვხარშავთ როგორც ინგლისურ კრემს.
- ცივ წყალში ვალბობთ ჟელატინს
- ნაღებს და რძეს , ვანილს ვათავსებთ ერთად და ვადუღებთ.
- ორთქლის აბაზანაზე, კარგად გათქვეფილ შაქარს და კვერცხის გულებს მოვათავსებთ და გამუდმებით ვურევთ, სადან არ მიაღწევს 85 გრადუსს. საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, შემაჩნევთ სულ უფრო და უფრო მეტად როგორ გასქელდება კვერცხის გულისა და შაქრის მასა და გახდება კრემივით.
- როდესაც მიაღწევს 85 გრადუსს, ჩვურევთ მდუღარე რძე და ნაღებს, ჩვადნობთ გაწურულ ჟელატინს და გადავუტანთ ყინულიან თასში, იმისათვის რომ შეაჩეროს ტემპერატურის მატება და დაიწყოს გაგრილება.
- მომზადებულ კრემ გადავარათ სამზარეულოს პარკი და დავდოთ გასაგრულებლად
ლიმონისა და ფორთოხლის კონფიტი:
ლიმონისა და ფორთოხლის რბილობი – 700 გრ
პექტინი – 20 გრ
შაქარი – 190 გრ
ტრიმოლინი – 100 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
ლიმონის და ფორთოხლის რბილობი 5-7 წთ ვადუღოთ შაქართან ერთად და შემდეგ დავაბლენდეროთ და გავწუროთ.
ტრიმოლინი და ციტრუსის პიურე წამოვადუღოთ და დავამატოთ პექტინი. კვლავ ვადუღოთ, თან ვურიოთ.
გამივიყენოთ ოთახის ტემპერატურაზე გაგრილებული.
შაქრის სეროფი:
შაქარი – 200 გრ
წყალი – 200 მლ/ლ
მომზადების ტექნოლოგია:
შაქარი და წყალი ვადუღოთ 3-5 წუთის გამმავლობაში. მივიღებთ ბლანტ, მოყვითალო ფერის სეროფს. სურვილისამებრ, ცხელშივე შევურიოთ ალკოჰოლი.
აწყობა:
გვერდებიან ფორმაში, მოვათავსოთ ბისკვიტი და დავნამოთ კარგად. როდესაც სანამს ბოლომდე შეიწოვს , დავასხათ კარგად გაციებული და გადათქვეფილი კრემის ზუსტად ნახევარი და გადავასწოროთ. შემდეგ კვლავ ბისკვიტი, დანამვა და კვლავ დარჩენილი კრემი.
შევდოთ საყინულეში. კარგად რომ გაიყინება , გადავანაწილოთ ლიმონის კონფიტი და კვლავ გავყინოთ.
გაყინული დესერტი, მოვხსნათ ფორმიდან, დავჭრათ სასურველ ზომებზე, ცხელი დანის გამოყენებით და გადავიტანოთ + მაცივარში.
გემრიელად მიირთვით.
One Comment Add yours