ინგლისური ფუნთუშა

ამ რეცეპტით, გამოგივათ 50 გრამიანი 25 ც ფუნთუშა.

ნედლეული:

აპარი:

ფქვილი – 50 გრ

რძე , თბილი- 250 გრ

შაქარი – 13 გრ

საფუარი – 8 გრ (მშრალი)

  • მე გამოვიყენე 100 გრ ჩემი მომზადებული თხევადი საფუარი და შევურიე 4 გრ მშრალი საფუარი.

ცომი:

ფქვილი – 450 გრ

შაქარი – 75 გრ ( ეს არ არის ტკბილი ცომი, ამიტომ შეგიძლიათ შაქარი გაზარდოთ)

მარილი – 4გრ

დარიჩინი – 4 გრ

კვერცხი – 1 ც

კარაქი რბილი – 75 გრ

ქიშმიში ან შოკოლადი – 200 გრ

(შეგიძლიათ შეურიოთ თეთრი და შავი შოკოლადი).

დოღაჟი(გამოცხობის წინ წასასმელი):

კვერცხი – 1 ც

რძე – 30 მლ/ლ

მარილი – მწიკვი

შაქარი – მწიკვი

მომზადების ტექნოლოგია:

  • პირველ რიგში მოვამზადოთ აპარი. თბილ რძეში შევურიოთ დანარჩენი ნედლეული და დავაყოვნოთ სითბოში , იმისათვის რომ საფუარი გააქტიურდეს და ამოფუვდეს.
  • ცომი – ფქვილი . შაქარი, მარილი, დარიჩინი მოვათავსოთ თასში და დავუმატოთ ამოსული აპარი. მოვზილოთ ცომი. შევაზილოთ ათქვეფილი კვერცხი და შემდეგ დარბილებული კარაქი. იქამდე ვზილოთ , სანამ ერთგვაროვან ანუ ომოჟენურ ცომს არ მივიღებთ და დავაყოვნოთ, რომ ამოფუვდეს.
  • ამოფუვების და გაორმაგების შემდეგ გადავზილოთ და დავამატოთ ქიშმიში ან შოკოლადი.
  • გავაკეთოთ 50 გრ-იანი გუნდები , ხელის გულებით, წრიული მოძრაობით მოვამრგვალოთ და დავდოთ პერგამენტიან ან ცხიმ წასმულ და დაფქვილულ ყალიბში.
  • ამოსვლის შემდეგ წავუსვათ დოღაში (ათქვეფილი კვერცხის, რძის, წყლის , შაქრისა და მარილის ნაზავი).
  • გუნდებს ახლო-ახლოს თუ დავალაგებთ, ამოსვლის შემდეგ შეერთდებიან და ლამაზია.

გამოცხობა :

ღუმელი გააცხელეთ 165 გრადუსზე, პარალელურად წყალი აადუღეთ და გადაიტანეთ რკინის გაშლილ თასში. მოათავსეთ გახურებული ღუმელის ძირში, და ფუნთუშებიც მოათავსეთ გამოსაცხობად.

ასე. ჩვენ შევქმნით ღუმელში ტენიანობას და ფუნთშებიც იდეალურად გამოცხვება.

გამოცხობა, 165 გრადუსზე 25 წუთი ან სანამ კარგად არ გაოქროსფერდება.

გუდ ლაქ ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s